ბიოლოგიური მიმწებებელი ლიპოსამი გაჯერებულია მიკროელემენტების კომპლექსით და გამოიყენება მავნე ორგანიზმებისგან მცენარეთა დაცვისა და გამოკვების საშუალებების ეფექტურობის გასაზრდელად.
ბიომიმწებებელი ლიპოსამი უკრაინული კომპანია „BTU Centre“-ის მიერ წარმოებული პრეპარატია. BTU Centre მსოფლიოში პესტიციდებისა და ქიმიკატების წამყავანი მწარმოებლების გვერდით დგას და აწარმოებს მხოლოდ ორგანულ სასუქებს, პესტიციდებსა და სხვადასხვა დანამატებს.
ლიპოსამი, ბაზარზე არსებულ სხვა მიმწებებლებთან შედარებით, გაჯერებულია მიკროელემენტების კომპლექსით, რომელიც მცენარისთვის დამატებითი სარგებლის მომტანია.
ლიპოსამი უნიკალური ფორმულის საშუალებით კომპლექსურად იძლევა საუკეთესო შედეგს:
• აუმჯობესებს სამუშაო ნაზავის წვეთების გაშლადობას და ზრდის პრეპარატის საკონტაქტო ფართობს ფოთოლზე;
• პრეპარატები არ ჩამოირეცხება და ფოთოლზე რჩება 15-30 დღის განმავლობაში;
• აძლიერებს პრეპარატების მოქმედებას და გარკვეულწილად ამცირებს მათ ხარჯს;
• მცენარეს უნარჩუნებს ტენს, აძლევს ფოტოსინთეზისა და სუნთქვის საშუალებას;
• ქიმიური პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, ამცირებს მცენარეზე მიყენებულ სტრესს.
მნიშვნელოვანია ლიპოსამის თავსებადობა სპილენძის შემცველ პრეპარატებთან. კომპანია „BTU Centre“- ის მიკრობიოლოგის მიერ ჩატარებული ცდის დროს ერთ-ერთ სპილენძის შემცველ პრეპარატთან – როგორც იმწუთანდელი, ისე რამდენიმე საათიანი და ერთდღიანი დაკვირვების შემდეგ არ გამოვლინდა არანაირი ფლოკულაცია. ე.ი. პრეპარატი აბსოლიტურად თავსებადია სპილენძთან.
ლიპოსამის გამოყენების წესები და ხარჯვის ნორმები კულტურების მიხედვით:
ლიპოსამის სამუშაო ნაზავის მომზადების წესი:
→ პირველი ნაბიჯი: აიღეთ ლიპოსამის საჭირო რაოდენობა (იხილეთ ცხრილში);
→ მეორე ნაბიჯი: დაამატეთ წყალი შესაბამისი პროპორციით და მოურიეთ სანამ პრეპარატი სრულად არ გაიხსნება;
→ მნიშვნელოვანია! თავდაპირველად ჭურჭელში ჩაასხით მცირე რაოდენობის წყალი, დაამატეთ ლიპოსამი და შემდეგ დაამატეთ ნაზავისთვის საჭირო რაოდენობის წყალი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან პრეპარატების შესაძენად გადადით ბმულზე (დაკლიკეთ) http://bioagro.ge/contact
*რედაქციას არ აქვს კავშირი აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან, ისარგებლეთ მოცემული ბმულით.