ცხვედიანის თეთრა საღვინე ვაზის ჯიში

ლეჩხუმური

ცხვედიანის თეთრა თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, რომელიც სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად გამოიყენება.

წარმოშობა: ლეჩხუმი

ჯიში ხასიათდება საშუალო ზრდა-განვითარებითა და საშუალო მოსავლიანობით. გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ცხვედიანის თეთრა გავრცელებული იყო რაჭასა და ლეჩხუმში, სადაც ამჟამადაც იქ არსებულ ვენახებში ერთეული ძირების სახით გვხვდება.

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, ოვალური ან თითქმის მრგვალი ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შეუბუსავია. აქა-იქ ოდნავ ემჩნევა თხელი შებუსვა.

მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საკმაოდ გრძელფრთიანი და საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მწვანე – მოყვითალო ელფერით. კანი აქვს თხელი, რბილობი საშუალო სიმკვრივის, წვნიანი.

სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 154 დღეა. მტევნის წონა 150-185 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 22-23% – ს, მჟავიანობა 6.5-7 გ/ლ – ს.

წყარო: სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი.

კრედო ბანკი