შაქრის ჭარხლის თესვა

შაქრის, ჭარხალი, თესვა

შაქრის ჭარხლის თესვის ვადა დამოკიდებულია კლიმატურ და ნიადაგურ პირობებზე, ნაკვეთის ადგილმდებარეობაზე, ირიგაციის არსებობაზე.

შაქრის ჭარხალს ურწყავ ნაკვეთზე თესავენ ადრე გაზაფხულზე (მარტის მეორე ნახევარი – აპრილის დასაწყისი), რადგან გაღივებისათვის საკმარისია 4-5°C, ხოლო აღმოცენებისათვის 6-7 გრადუსი ტემპერატურა.

სარწყავ ნაკვეთზე თესვას ატარებენ შედარებით მოგვიანებით (მარტის ბოლოდან 10 აპრილამდე), რადგან მორწყვით დატენიანებულ ნიადაგში შედარებით მაღალი ტემპერატურის გავლენით ჩქარდება აღმოცენება.

დათესვამდე თესლი უნდა დამუშავდეს სპეციალური პესტიციდებით, ზოგიერთი სოკოვანი დაავადების თავიდან აცილების მიზნით.

თესვის ნორმა – ადრე ვადაში ურწყავ ნაკვეთზე შედარებით მეტი თესლია საჭირო, ვიდრე ოპტიმალურ ვადებსა და სარწყავ ნაკვეთებზე. 1 ჰა-ზე საჭიროა 10-18 კგ. ზუსტი თესვის შემთხვევაში თესვის ნორმა გაცილებით დაბალია  – 5-8 კგ/ჰა.

ჩათესვის სიღრმე – თესლის აღმოცენების ხანგრძლივობაზე დიდ გავლენას ახდენს ნიადაგში მისი ჩათესვის სიღრმე, ამიტომ შაქრის ჭარხლის თესლს მძიმე მექანიკური შედგენილობის ნიადაგებსა და სარწყავებში 3-4 სმ-ის, ხოლო მსუბუქ და ურწყავ ნიადაგებში – 5-6 სმ-ის სიღრმეზე თესავენ.

კვების არე – ურწყავ ნაკვეთებზე მიღებულია მწკრივთაშორისი 45 სმ, ხოლო მწკრივებში მცენარეთა შორის – 18 სმ. სარწყავ ნაკვეთებზე, სადაც მცენარეთა ფოთლები შედარებით მძლავრად იზრდება საჭიროა თესვა 50-60X20 სმ-ზე.

თესვა ხდება მწკრივებად 10-18 კგ/ჰა-ზე იმის გათვალისწინებით, თუ ზომის მიხედვით თესლის როგორი ფრაქციაა (3-4 მმ-დან 5-6 მმ-მდე).

შემდგენელი: ირმა ირემაშვილი, ნატო კაკაბაძე.

წყარო: შაქრის ჭარხლის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

თქვენი რეკლამა