სიმინდის სილოსის დამზადების მარტივი მეთოდი გლეხურ მეურნეობაში

სიმინდი, სილოსი, გლეხი

დასილოსება წარმოადგენს რძემჟავა დუღილის საფუძველზე დაკონსერვების ბიოლოგიურ მეთოდს. ამისთვის აუცილებელი რძემჟავა ბაქტერიები თავად მცენარეებშია, და ხშირ შემთხვევაში საკმაო რაოდენობით.

ამავდროულად ამ მცენარეებში აგრეთვე არსებობს სხვადასხვა მიკროორგანიზმების სახეობები. მათგან ბევრმა შეიძლება გამოიწვიოს დასილოსების პროცესის დარღვევა. ამიტომ საჭიროა ზომების მიღება, რომელიც ხელს შეუწყობს რძემჟავა ბაქტერიების განვითარებას და შეაფერხებს არასასურველი მიკროორგანიზმების გამრავლებას.

დასილოსება საკვების დამზადების ყველაზე იაფფასიანი და საიმედო ხერხია. ხარისხიანი სილოსი, როგორც წვნიანი საკვები, აძლიერებს პირუტყვის მადას, აუმჯობესებს მონელებას, ორგანიზმს უზრუნველყოფს ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით.

პირუტყვზე დადებითად მოქმედებს სილოსის სასიამოვნო, სპეციფიკური სუნი და გემო. მას უნარჩუნდება მწვანე ფოთლის ყუათიანობა და ხანგრძლივად შენახვის პიროებშიც კი არ კარგავს ყუათიან ნივთიერებებს.

დაკლიკეთ ფოტოზე (დოკუმენტზე) და წაიკითხეთ

სიმინდი, სილოსი

თქვენი რეკლამა