ამერიკული Fall Creek რუმინეთში მოცვის სანერგეს ხსნის

ლურჯი, მოცვის, სანერგე

აშშ-ში დაფუძნებულმა Fall Creek-მა რუმინეთში 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენის შესახებ განაცხადა. Fall Creek-ის ახალი სანერგე რუმინეთში ლურჯი მოცვის გაშენების ევროპული ცენტრი გახდება.

ლურჯი მოცვის მწარმოებელმა კომპანიამ გარიგება შეაფასა, როგორც „საეტაპო“, რაც გარდამტეხი მომენტია ევროპის ბაზარზე მისი ზრდის სტრატეგიაში. ამის შესახებ EastFruit Fruitnet-ზე მითითებით იუწყება.

შეძენილი მიწა გახდება ახალი, თანამედროვე Fall Creek მოცვის სანერგე მეურნეობის ადგილი, რომელიც კომპანიის თქმით, იქნება ლურჯი მოცვის ინდუსტრიაში ინოვაციების მთავარი ცენტრი.

ეს ნაბიჯი გააფართოვებს Fall Creek-ის მიწოდების ჯაჭვის შესაძლებლობებს, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ნერგების რეალიზაციას ევროპის მასშტაბით.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ Fall Creek-ის კვლევისა და განვითარების ჯგუფი ხელმძღვანელობს ინიციატივას რუმინეთში მოცვის კვლევითი მეურნეობის დაარსების მიზნით.

ეს პროექტი ფოკუსირებული იქნება მოცვის ახალი ჯიშების განვითარების დაჩქარებაზე, ახალი კენკრის ბაზრისთვის მოსავლის მექანიკურ აღებაზე, კლიმატთან ადაპტაციაზე და მოყვანის ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე.

„ამ მიწის შეძენა მოარა ვლასიეში არის ჩვენი ზრდის სტრატეგიის მთავარი ნაწილი“, – დაადასტურა ბურგერტ ვან დაიკმა, Fall Creek-ის რეგიონალური დირექტორმა –  „მოხარულები ვართ, რომ შემოვიტანთ ჩვენს გამოცდილებას ევროპაში“.

ლურჯი, მოცვის, სანერგე

იხილეთ აგრეთვე: მოცვი – დარგვა, მოვლა, ბაღის გაშენება, ჯიშები

თქვენი რეკლამა