ინგლისური მსხვილი თეთრი ჯიშის ღორი

დიდი, ღორის, ჯიში

ინგლისური მსხვილი თეთრი ჯიშის ღორი უნივერსალური პროდუქტიული მიმართულებისაა.

გამოყვანილია მე-19 საუკუნეში ინგლისში, რთული საახალჯიშო შეჯვარებით, ადგილობრივი გვიანმწიფადი ღორის მალმწიფად ჩინურთან და მრავალნაყოფიერ ნეაპოლიტანურ და პორტუგალიურ ჯიშებთან შეჯვარებით.

ინგლისური მსხვილი თეთრი ჯიშის ღორს სხეული ჰარმონიულად განვითარებული აქვთ, კონსტიტუცია კი მაგარი. ისინი კარგად ეგუებიან განსხვავებულ კლიმატურ პირობებს და მალმწიფადები არიან.

მას აშენებენ ევროპის ქვეყნებში, ჩინეთში, კორეაში, იაპონიაში, კანადაში და ახალ ზელანდიაში. შემოყვანილი იყო საქართველოში.

ინგლისური მსხვილი თეთრი ჯიშის ღორის ძირთადი მახასიათებლები

→ ზრდასრული კერატების მასა 300-350 კგ;

→ ზრდასრული ნეზვების მასა 200-250 კგ;

→ ნეზვების ნაყოფიერება 10-12 გოჭი, ხოლო მერძეულობა 70-80 კგ-ა.

→ ინტენსიური კვებისას 6 თვის მოზარდის მასა 100 კგ-ს აღწევს;

→ 1 კგ ნამატზე ხარჯავს 4 კგ საკვებ ერთეულს.

კომბინირებული პროდუქტიული მიმართულებისაა. გამოიყენება საბეკონე, სახორცე და საქონე სუქებისათვის.

ღორი, ინგლისური

ჯიშმა უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოს მეღორეობაზე, ვინაიდან მისი მონაწილეობით გამოყვანილია რამდენიმე ათეული ჯიში. მათ შორის ლანდრასის ჯიშის ღორი.

ღორი, სანაშენე

ავტორი: გიული გოგოლი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
/მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგია/

სტატიას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი.

იხილეთ აგრეთვე: კახური ღორი და მისი ძირითადი მახასიათებლები

თქვენი რეკლამა