საფუტკრე მეურნეობის პროდუქტულობა მნიშვნელოვან წილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწორად იქნა განსაზღვრული მისი ადგილმდებარეობა.
გაზაფხულზე თუ ვაპირებთ მეურნეობის ამოქმედებას ტერირორიის შერჩევა და მომზადება უმჯობესია დავიწყოთ შემოდგომიდან.
ეს პირობა უნდა დავიცვათ იმის გამო, რომ სკების განლაგების ადგილის ან მისასვლელი ბილიკების გაწმენდა გაგვიჭირდება როცა ტერიტორიაზე უკვე შემოყვაყვანთ ფუტკარს. ფუტკარიც შეგვიშლის ხელს და ჩვენც შეუქნით მას პრობლემებს მუშაობაში.
საფუტკრე 500 მ-ით უნდა იყოს მოშორებული ჩქაროსნული ავტომაგისტრალისგან, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გადასაყვან ტრასისგან, მსხვილი ფერმისგან, ქიმიური და სხვა შხამ-ქიმიკატების თუ სხვა მავნებელი გამონაბოლქვის გამომყოფი საწარმოებისგან, საკონდირტო ფაბრიკებისგან.
არაა მიზანშეწონილი მისი განლაგება მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების ქვეშ ან მიმდებარე ტერიტორიაზე, აგრეთვე რადიო, ტელემაუწყებლობის, ან ფიჭვური სატელეფონო კავშირგაბმულობის სადგურების ახლოს. სპეციალისტებისა და პრაქტიკოსების მოსაზრებით ელექტრომაგნიტური და დაბალი სიხშირის ელექტრო ტალღები უარყოფითად მოქმედებენ ფუტკრების ნერვულ სისტემასა და მათ ქმედითუნარიანობაზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფაქტორები უარყოფით ზეგავლენას მოახდენენ როგორც ფუტკრის ჯანმრთელობაზე, ასევე მიღებულ პროდუქციაზეც.
საფუტკრე უმჯობესია განვათავსოთ მშრალ, მუდმივი და ძლიერი ქარებისგან დაცულ ადიგილას. არ შეიძლება მის ჩავარდნილ ნოტიო ადგილას განთავსება, სადაც ხშირია ნისლი და თავს იყრის ცივი ჰაერის მასები, ასევე ისეთ ადგილებში, სადაც გრუნტის წყლები მიწის ზედაპირთან ახლოსაა (ასეთ ადგილებში სულ სიგრილეა, ფუტკარი ცუდად მრავლდება და ვითარდება და უფრო სუსტიცაა).
საფუტკრეს განთავსება კარგია ფერდობზე, მის სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთით ან სამხეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (რადგან აქ უფრო სრაფად ხდება გრუნტის წყლების ჩადინება და მიწაწ სწრაფად თბება.
ტერიტორიას, რომელზეც განვალაგებთ სკებს სასურველია გააჩნდეს 20% – 30% -ნი დაქანება. სკები უნდა განვალაგოთ მყარ და მდგრად (ჩამურეწხავ და არამცოცავ) გრუნტზე.
დაუშვებელია აგრეთვე სკების პირდაპირ მიწაზე ან ზედმეტად დაბალ სადგომზე მოთავსება. ნესტი უარყოფითად იმოქმედებს ფუტკრების ოჯახის სიცოცხლისუნარიანობაზე და ხელშემწყობ გარემოს შეუქმნის ვარაოს ტკიპის თუ ფუტკრების სხვა დაავადებების გასამრავლებლად.
უკეთესია სკების ისეთ ადგილას განთავსება, სადაც მათ დილით და საღამოს მზის სხივი მოეფინება, ხოლო შუადღის ხვატში ჩრდილი მიადგება. არ გამოდგება საფუტკრესათვის აგრეთვე მზის გულზე გაშლილი ადგილიც.
სკების გადახურება აიძულებს ფუტკრებს მეტი ენერგია დახარჯონ მათ განიავებაზე და მოიხმარონ წყლის დამატებითი რაოდნობა. ეს აჩქარებს ყრას, ამას გარდა, მეურნეობაში და მის გარეთ პირობების კონტრასტი იწვევს მუშა ფუტკრების დაღუპვას.
სასურველია, საფუტკრეს ახლოს იყოს წყლის პატარა ნაკადული, მაგრამ არა დიდი წყალსაცავი, რადგან დიდი წყალსატევები წარმოშობენ არაბუნებრივი რაოდენობით ნესტს და სულ მცირე ქარიან ამინდშიც ფუტკრებისთვის პრობლემური გახდება გადადგილება და საფუტკრესთან მიფრენა.
სანამ სტაციონარული თუ გადაადგილებადი საფუტკრესთვის ამა თუ იმ მიწის ნაკვეთზე შეაჩერებთ არჩევანს, პირველ რიგში, წინასწარ და ზედმიწევნით უნდა შეისწავლოთ ტერიტორია თაფლოვანი მცენარეების არსებობის თვალსაზრისით.
განლაგების ადგილის შეფასება ნექტრის მარაგის მიხედვით
უპირატესობა უნდა მიენიჭოს ისეთ ადგილებს, რომლებიც გამოირჩევიან თაფლოვანების დიდი ფართობებით ანუ იმ სიმდიდრით, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია პროდუქციის მნიშვნელოვანი რაოდენობის მიღება.
სპეციალისტებისა და პრაქტიკოსების მტკიცებით, ფუტკრის პროდუქტულიფრენის არეალი განისაზღვრება საფუტკრედან 2-3 კილომეტრის რადიუსში. ამიტომ მნიშვნელოვანია საფუტკრეს ტერიტორიიდან ამ რადიუსში ისეთი მცენარეების არსებობა, რომლებიც ყვავილობენ სეზონის სხვადასხვა დროს და უზრუნველყოფენ ფუტკრების მიერ თაფლის ხანგრძლივად მოპოვებას.
ასეთ მოთხოვნებს საუკეთესოდ პასუხობს ადგილი, რომელზეც უხვად წარმოდგენილია ტყის, მინდვრის, მდელოს თაფლოვანები და სხვადასხვა ბალახოვანები.
არაერთდროულად და შედარებით ხანგრძლივად ყვავილობენ თაფლოვანი მცენარეები ხევებში, დაბლობებსა და პატარა ბორცვებზე, რაც ფუტკარს ასევე უქმნის თაფლის მოპოვების კარგ და ხანგრძლივ პირობებს.
არ არის რეკომენდირებული მეურნეობის გაუვალ, უღრან ტყეში განთავსება, რადგან ასეთ პირობებში ნექტარს იძლევიან მხოლოდ ის ხეები, რომლებიც იტანენ ძლიერ დაჩრდილვას და ასეთ სივიწროვეში თანაარსებობენ (ცაცხვი, წაბლი, ნეკერჩხალი), რაც შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტოტებს შორის საკმარისი სივრცეა მზის სხივების შესაღწევად.
თაფლოვანი მცენარეების მნიშვნელობა
საქართველოში ყველა პირობა არსებობს მეფუტკრეობის განვითარებისათვის. ქვეყანაში გავრცელებული 1000-ზე მეტი სახეობის თაფლოვანი მცენარეებიდან 100-150 სახეობა იძლევა თაფლის სასაქონლო პროდუქციას.
საქართველო მდიდარია ხეხილის ბაღების, ტყის მინდორსაცავი ზოლების, ბუჩქოვანი, ბაღჩეული-ბოსტნეული, მინდვრების კულტურების, მინდვრის, მდელოს, საძოვრების, ტყის ბალახოვანი, ეთეროვანი და ტექნიკური, სპეციალურად ფუტკრის ნათესი ბალახების თაფლოვანებით, რომლებიც იძლევიან ნექტარს და ყვავილის მტვერს, რომლებიც ფუტკრის არსებობისათვის აუცილებელ საკვებს წარმოადგენს.
ისინი ადრე გაზაფხულიდან იწყებენ ყვავილობას, მათი ნექტარი ფუტკრის ოჯახის განვითარებას, ფუტკრის გამოკვებას, ბარტყის აღზრდას ხმარდება და ოჯახის თანდათანობითი განვითარებით მთავარ ღალიანობას ძლიერი კონდიციის ოჯახებს ახვედრებს, რომელთა ძირითადი წარმომადგენლებიდან აკაცია, ცაცხვი, წაბლი, ძიძო, იონჯა, ესპარცეტი, მზესუმზირა და მრავალ სხვათაგან აგროვებს თაფლის სასაქონლო პროდუქციას.
იმისდა მიხედვით თაფლოვანი მცენარეები ფუტკრისათვის რა პროდუქციას იძლევიან, იყოფიან სამ ჯგუფად:
• ნექტრის;
• ნექტრის და ყვავილის მტვერის;
• მარტო ყვავილის მტვერის მომცემ მცენარეებად.
ნექტარს იძლევიან – აკაცია, წაბლი, ცაცხვი, მაჟალო, ჯონჯოლი, ძეძვი, შქერი (მათრობელა), წყავი (მათრობელა), იელი (მათრო-ბელა), შინდი, მოცვი, გრაკლა, თოვლისგუნდა, კოწახური, კრეალოსანა, ალუბალი, კომში, მანდარინი, ლიმონი, ხურმა, ზღმარტლი (მხოლოდ შემოდგომის), გლედიჩია, კიტრი, გოგრა, საზამთრო, სტაფილო, დიდი კამა, ქონდარი, რეჰანი, ცერცვი, სამყურა, ღიღილო, თავსისხლა, თავშავა, ნარი, შალგი, ტყის პიტნა, შავწამალა, შორაქანი, თეთრყვავილა, სვია, ანისული, სალბი, კატაბალახა, ტყის ცერცველა, ბეგქონდარა, მზესუმზირა, მდოგვი, ბაღის პიტნა, თამბაქო, ფაცელია, გველთავა, ძირწითელა, ბარამბო სხვა და სხვა. ფუტკარი ნექტარს აგროვებს მდედრობითი ყვავილებიდან, რომლებსაც ღია სანექტრეები აქვთ, რითაც იზიდავენ ფუტკარს.
ნექტრის და ყვავილის მტვერის მომცემი მცენარეებია – ნეკერჩხლები, ვაშლი, პანტა, ძიძო, სამყურა, ამორფა, ესპარცეტი, ტირიფები, ცხენის წაბლი, მაჟალო, ვაშლანა, მსხალი, მაყვალი, თელა, კვრინჩხი, რაფსი, ძახველა, წყავი, იასამანი, აბელაია, ტუნგო, ჭერამი, თეთრეკალა, კუნელი, ალუბალი, ატამი, გარგარი, ქლიავი, ფორთოხალი, ჟოლო, მთის სამყურა, ჩაი, ნუში, ბაბუაწვერა, ფშატი, სალბი, ნემსიწვერა, დედოფლისთითა, ნუში, ფშატი, მარწყვი, ვირისტერფა, შავბალახა, ქინძი, ცოცხი. ლაშქარა, ჭინჭრის დედა, ვარდკაჭაჭა, ოქროწკეპლა.
მარტო ყვავილის მტვერის მომცემი მცენარეები არიან – თხილი, ნუში, არყი, ვაზი, კაკლის ხე, მურყანი, ვერხვი, სოჭი, ვარდი, ასკილი, ყაყაჩო, მრავალძარღვა და სხვა.
თაფლოვანების ყვავილობის დრო და ტერიტორიის პროდუქტიულობა
მეფუტკრემ უნდა დაადგინოს საფუტკრის გარშემო თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის დრო, მისი ხანგრძლივობა და ღალიანობის მიახლოებითი მონაცემები. (მაგალითად უნდა იცოდეს, რომ ტყემლის ყვავილობიდან 45 დღის შემდეგ ყვავილობას იწყებს აკაცია და ის ითვლება ერთ-ერთ მაღალპროდუქტიულ მცენარედ).
მეფუტკრემ ასევე უნდა იცოდეს ყვავილობის მიახლოვებითი თანმიმდევრობაც. ჩვენ ბუნებრივ – კლიმატურ პირობებში თაფლოვანები იყოფა 3 ჯგუფად:
გაზაფხულის – მაგალითად, აკაცია, თხილი, ია, ენძელა, ვირისტერფა, შინდი, ტყემალი, ატამი, ქლიავი, მაჟალო, ალუბალი, ნუში, ვაშლი, მსხალი, გარგარი, კუნელი, იელი, შქერი და სხვა.
ზაფხულის – თეთრი სამყურა, იონჯა, სალბი, ესპარცეტი, მზე-სუმზირა, ძიძო, ძეძვი, წაბლი, ცაცხვი და სხვა.
შემოდგომის – დედა ფუტკარა, ქონდარი, პიტნა, ცოცხი, სურო, ოქროწკეპლა და სხვა.
მეფუტკრე უნდა ითვალისწინებდეს, რომ ნექტრის გამოყოფის ოპტიმალური ტემპერატურა 16 – 25 გრადუსია, მაღალ ტემპერატურაზე ნექტრის გამოყოფა მცირდება, 380 -ზე და მაღლა – მთლიანად წყდება. ცხელ ამინდში ნექტრი გამოიყოფა მაშინ, როცა ჰაერის ტენიანობა 60-80% აღწევს. ზოგიერთი მცენარე გვალვიან ამინდშიც გამოჰყოფს ნექტარს, მაგ. ძიძო, ძეძვი და სხვა.
ფუტკრის ოჯახების მიახლებითი რაოდენობის დადგენა
იმის დასადგენად, თუ რამდენი ფუტკრების ოჯახის შენახვაა შესაძლებელი წინასწარ შერჩეულ ნაკვეთზე, აუცილებელია განისაზღვროს, თუ რა რაოდენობის ნექტრის შეგროვება შეუძლიათ ფუტკრებს მოცემულ ტერიტორიაზე არსებული მცენარეებიდან.
თუ ნაკვეთზე იზრდებიან თაფლოვანი ბალახებიც, მაშინ მათ მიერ გამოყოფილი ნექტრის რაოდენობაც უნდა იქნას გათვალისწინებული. დავუშვათ, ნაკვეთზე ნექტრის საერთო მარაგი შეადგენს 10 ათას კგ-ს. ამასთან გათვალისწინებული უნდა იქნას ისიც, რომ ფუტკრებს არ შეუძლიათ მოაგროვონ მთელი ნექტარი, რომელსაც გამოყოფენ მცენარეები: ნექტრის გარკვეული რაოდენობა ცუდი ამინდის დროს იკარგება, როდესაც ფუტკრები ვერ ტოვებენ სკებს;
ნექტრის ნაწილს სხვა მწერები აგროვებენ; ამას გარდა, ფუტკრები ვერ ასწრებენ სათითაოდ ყველა მცენარესთან მისვლას. ჩვენს მიერ უკვე დადგენილია, რომ ფუტკრები აგროვებენ მცენარეების მიერ გამოყოფილ ნექტრის საერთო რაოდენობის დაახლოებით 50%-ს.
მოცემულ მაგალითში ეს არის დაახლოებით 5 ათასი კგ. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ძლიერი ოჯახი წლის განმავლობაში თავად მოიხმარეს 90- დან 100 კგ-მდე თაფლს. თუ ვივარაუდებთ ფუტკრების ოჯახის წლიურ საჭირო რაოდენობას 90 კგ-ს და
დავგეგმავთ სარეალიზაციო რაოდენობას – 30 კგ-ს, მაშინ ერთი ფუტკრების ოჯახის მიერ შესაგროვებელი თაფლის რაოდენობა იქნება – 120 კგ. შემდეგ ფუტკრებისთვის ხელმისაწვდომ თაფლის საერთო მარაგის რაოდენობას გავყოფთ ერთი ოჯახის მიერ შეგროვებული თაფლის საერთო რაოდენობაზე და მივიღებთ იმას, რომ მოცემულ ტერიტორიაზე შესაძლებელია მიახლოებით 125 ფუტკრების ოჯახის შენახვა.
ცალკეულ შემთხვევებში, ტყის ზონის მთიან რაიონებში, სადაც ფუტკრების ოჯახების შეზღუდული რაოდენობის გამო ძვირფასი თაფლოვანი სავარგულების უზარმაზარი ტერიტორია სრულდ ვერ არის ათვისებული, ნექტრის მარაგის დასადგენად არ არის აუცილებელი სპეციალური გათვლების ჩატარება.
საფუტკრის ტერიტორიაზე სკების ოპტიმალური განლაგება
სკები საფუტკრეში შეიძლება სხვადასხვა ნაირად განთავსდენენ და ეს გარემო პირობებზეა დამოკიდებული.
განლაგება იმის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რომ ფუტკრებისა და მეფუტკრესთვის ყველაზე მოსახერხებელი იყოს. მეფუტკრე კარგად უნდა ორიენტირებდეს საფუტკრეში, ყველა სკას უდგებოდეს, დათვალიერების დროს არ უნდა უშლიდეს ხელს სხვა სკის ფუტკრების მიმოფრენას.
ფუტკრებისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ საით არის მიმართული საფრენი. ბევრი პრაქტიკოსი-მეფუტკრეს აზრით, უკეთესია სკები ისე იდგეს, რომ საფრენი მიმართული იყოს სამხრეთ-დასავლეთით, ან სამხრეთ-აღმოსავლეთით. ეს თავად მეფუტკრემ უნდა დააზუსტოს ადგილის სპეციფიკიდან და პრაქტიკული დაკვირვებიდან გამომდინარე.
სკების სწორად დადგმის შემთხვევაში ფუტკრები სამუშაოდ არ გამოფრინდებიან ძალიან ადრე, მზის პირველ სხივებთან ერთად, როცა ჰაერი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად გამთბარი და არც ძალიან დააგვიანებდნენ გამოსვლას, როცა, მაგალითად, სკა სახით ჩარდილოეთისკენ იქნება მიმართული.
მზის სხივები ზუსტად შუადღისას განსაკუთრებულად კაშკაშა და მწველია, როცა საფრენისკენ იქნებიან მიმართულნი. საფრენის ჩრდილოეთით მიმართება კი არ იქნება მოსახერხებელი იმიტომ, რომ ფუტკრი გვიან გავა სამუშაოდ და ჩრდილოეთის ქარი შეაწუხებს.
სკები საფუტკრეში შეიძლება სულ სხვადასხვა ნაირად განლაგდეს, მაგრამ არასდროს განალაგოთ ისინი ისე, რომ საფრენებით ერთმანეთს უყურებდნენ, რადგან ერთმანეთს ხელს შეუშლიან და რაც დიდ არეულობას გამოიწვევს. ასეთ შემთხვევაში ისინი ხშირად ოჯახებად ესხმიან თავს ერთმანეთს და ამდროს იღუპება დედა ფუტკარი.
სკებს შორის დაშორების მანძილი შესაძლებელია იყოს სრულიად სხვადასხვა: თუ არ არის საშუალება, სკებს ერთმანეთთან ახლო-ახლო დგამენ, ხოლო თუ არის – მაშინ რამდენიმე მეტრის დაშორებით.
სკების რიგებად განთავსებისას რეკომენდირებულია ისეთი განლაგება, რომ რომელიმე წერტილიდან, მაგალითად სათავსოს ფანჯრიდან, მეფუტკრისათვის შესაძლებელი იყოს მთელი საფუტკრეს დანახვა. თითოეული სკის წინ უნდა იყოს თავისუფალი სივრცე (არანაკლებ 1,5 – 2 მეტრი), ამ შემთხვევაში ფუტკრს არ გაუჭირდება სათანადო სიჩქარე განავითაროს აფრენა-დაფრენისას.
ყველა ეს პირობა შეიძლება გათვალისწინებულ იქნას, თუ სკები განლაგებული იქნება რიგებად ჭადრაკული თანმიმდევრობით, სკებსა და რიგებს შორის 3-4 მ დაშორების შენარჩუნებით. ასე თავად მეფუტკრესაც გაუადვილდება ფუტკრებთან მუშაობა.
ცოცხალი მესერი ძალიან მოსახერხებელია საფუტკრეს გარშემო მრავალი მოსაზრებით: ის ქარისგანაც დაიცავს საფუტკრეს და არასასურველი ვიზიტორებისგანაც, ამავე დროს ნექტრის წყაროდაც გამოდგება.
სწორად შერჩეული მცენარეები შეიძლება გახდნენ ნექტრის დამატებითი და საუკეთესო წყაროები. მცენარეების მიხედვით ფუტკრები უფრო ადვილად მოახერხებენ ორიენტირებას და საკუთარ სკასაც მარტივად მიაგნებენ სკებს დგემენ პირდაპირ ბალახზე.
ზოგიერთი სკის წინ ქვიშას ყრის. ეს რა თქმა უნდა ამარტივებს სკიდან გადმცვენილი ნარჩენების შემჩნევას ან, მაგალითად, გადმოვარდნილი მატლების, მაგრამ თავად ფუტკრებისთვის ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი. ქვიშა სწრაფად ხურდება მზეზე და მეორეც, როცა ფუტკრს წვიმა მოუსწრებს სკასთან, ბალახში (რომელიც სკის წინა აღარ არის) ვეღარ იმალება, სველდება და იღუპება. კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტური იდეაა, თითოეული სკის ქვეშ ბეტონის დასხმა. ის ქვიშაზე უფრო სწრაფად ხურდება სიცხეში და აფერხებს სკებთან მიდგომას ან მათ გადაადგილებას.
ამის ნაცვლად უკეთესია სკების 30- 50 სმ სადგამებზე ან ფეხებზე დადგმა – ასე უფრო გაადვილდება სკების დათვალიერებაც და ნესტისგანაც დაიცავს მათ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკა სწორად იდგეს ზედაპირზე და ოდნავადაც არ იყოს გადახრილი, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩარჩოებიც დაიხრებიან და ეს ხელს შეუშლის ფიჭების მშენებლობას, რაც თავისთავად შეაფერხებს მათში ნექტარის დადგროვებას.
მცენარეების ყვავილობის პერიოდში საფუტკრეს გადატანისას, ყვავილოვანი ხის ქვეშ 3-4 სკასაც დგამენ. ასეთი განლაგება ტერიტორიის ეკონომიას და ჩრდილს უზრუნველყოფს და იძლევა უკეთესად ორიენტირების საშუალებას. მაგრამ ამ შემთხვევაში სკებს დგამენ ისე, რომ ისინი სხვადასხვა მხარეს იყურებოდნენ. ასეთი განლაგების უარყოფითი მხარე ისაა, რომ მოუხერხებელია სკებთან მიდგომა და იქმნება საფრთხე მეზობელი სკების ფუტკრების თავდასხმისა, აგრეთვე მეტი ალბათობაა თაფლის ქურდობისა ან ფუტკრების დასნეულებისა.
არ არის მიზანშეწონილი სკების ერთმანეთის გვერდიგვერდ განლაგებაც ერთ, საერთო სადგამზე: ამ შემთხვევაში სკებს მხოლოდ ერთი მხრიდან მიუდგებით, ფუტკრებსაც გზა ებნევათ და სხვა სკებში ფრინდებიან. სკის დათვალიერებისას მისი ნებისმიერი რყევა ან ვიბრაცია იწვევს მეზობელი ოჯახების შეწუხებას.
ფუტკრებს, რომ არ შეეშალოთ სკები, მათ სხვადასხვა ფერში ღებავენ, ისეთ ფერებს იყენებენ, რომლებასაც ფუტკრი აღიქვამს. მეცნიერთა დაკვირვება და გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უკეთესია ზეთოვანი საღებავის გამოყენება – ყვითელი, თეთრი, მწვანე ან ცისფერი ფერის. ზოგი მეფუტკრეები, უკეთესად რომ გაარჩიონ ფუტკრებმა სკები, არასტანდარტული ფორმის საფრენებსაც უკეთებენ.
მეფუტკრეობის სახელმძღვანელო-შემდგენლები: მ.ნაკაშიძე, ვ. სტეფანიშვილი, ა. ეჯიბაძე.
იხილეთ აგრეთვე: ფუტკრის ოჯახების მოვლა თვეების მიხედვით