დეფორმირებული ფრთის ვირუსი

DWV ვირუსი, ერთ-ერთია 22 ცნობილი ვირუსიდან, რომლებიც დამღუპველნი არიან მეთაფლე ფუტკრებისთვის. მისი მთავარი გამავრცელებელი ვაროას ტკიპაა.

სახელწოდება გამომდინარეობს თვალით შესამჩნევი ფრთის დეფორმაციისაგან, რომელიც ვითრდება მეთაფლე ფუტკრის ჭუპრის განვითარებისას, თუმცა თანმდევი პროცესები მხოლოდ ფრთების დეფორმაციით არ შემოისაზღვრება.

დაავადებული ფუტკარი დეფორმირებული ფრთის ვირუსით DWV

ვირუსი კონცენტრირდება ფუტკრის თავსა და მუცელში, შედარებით მცირე ტიტრით გამოისახება მკერდის უჯრედებში, ასევე გვხვდება ფრთებში და მხოლოდ ფეხებია მისგან თავისუფალი.

ვირუსი 2006 წელს აღმოაჩინეს და ვარაუდობენ, რომ სწორედ ის იწვევს ფრთების და მუცლის ღრუს დეფორმაციას, რომელიც ხშირად გვხვდება ვაროათი დაავადებულ ოჯახებში.

დაკლიკეთ ფოტოზე (დოკუმენტზე) და წაიკითხეთ

ვირუსი

თქვენი რეკლამა