კრახუნა შავი წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, რომელიც გამოიყენება როგორც წითელი მშრალუ ღვინოს მისაღებად, ისე სასუფრე ყურძნად.
წარმოშობა – იმერეთი
სახელწოდება მიღებული აქვს მუქი კრახუნა რბილობისა და თეთრი კრახუნას მსგავსი მარცვლების ფორმების გამო.
მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო. გამოიყენება აგრეთვე სხვა ჯიშებთან ერთად დასაწურად და სასუფრე ყურძნად.
ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, იშვიათად თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებრ-ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი მდედრობითი სქესისაა.
მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდია, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრული ფორმის, დატოტვილი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი დიდი ან ძალიან დიდია, ოვალური, მუქი ვარდისფერი. ცვილისებრი ფიფქით დაფარული. კანი უხეში აქვს, საშუალო სიმკვრივის, რბილობს ადვილად სცილდება. რბილობი მკვრივი და კნატუნაა, გემო – სასიამოვნო.
კრახუნა შავი საშუალო ზრდისაა, სავეგეტაციო პერიოდი 160-170 დღეა. მტევნის წონა 125-150 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21%-ს, ხოლო მჟავიანობა 8.5 გ/ლ-ს.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
იხილეთ აგრეთვე: კრახუნა – ქართული ვაზის ჯიში – მევენახეობა