ფერმერისთვის ხშირად საჭირო ხდება რქოსანი პირუტყვის ცოცხალი წონის განსაზღვრა, სათანადო სასწორი კი ყველას არ მოეპოვება, მისი არსებობის შემთხვევაშიც, თუ სასწორი სპეციალურად არ არის მოწყობილი (მაგალითად გალიით) პრობლემებს ვაწყდებით.
ასეთი შემთხვევებისთვის უპრიანია გამოვიყენოთ, საქონლის ცოცხალი წონის (მიახლოებითი) დადგენის მეთოდი, განაზომების საფუძველზე.
ზრდასრული რქოსანი პირუტყვის ცოცხალი წონის დასადგენად ვიღებთ ორ განაზომს:
1-2. მხარბეჭის სახსრის წინა უკიდურესი წერტილიდან – საჯდომი ბორცვის უკანა უკიდურეს წერტილებს შორის.
3-4. გულმკერდი შემოწერილობას ბეჭის (წინა კიდურების) უკან, როგორც ეს ქვემოთ სურათზეა ნაჩვენები.
ამ ორი განაზომის გადაკვეთაზე ცხრილში მოცემულია, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ცოცხალი წონა.