მსხლის გარემო ფაქტორების მიმართ დამოკიდებულება

მსხალი, კლიმატი, ბაღი

ნიადაგი

მსხალი კარგად იზრდება ყველა ტიპის ნიადაგებზე, გარდა ქვიშიანი, ბიცობი და დამლაშებული ნიადაგისა. მსხლის ნაყოფის გემო და არომატი დიდად არის დამოკიდებული ნიადაგურ პირობებზე.

იგი საუკეთესო პროდუქციას იძლევა შავმიწა და წაბლა კარგი სტრუქტურის მქონე ნიადაგებზე, რომელთაც გააჩნიათ წყლის და საკვები ელემენტების კარგი შეკავების უნარი.

მსხლის ნორმალური ზრდა-განვითარების და მსხმოიარობისთვის ასევე აუცილებელია ნიადაგის ტენით ოპტიმალური რაოდენობით უზრუნველოფა. ტენის, როგორც სიჭარბე, ასევე ნაკლება უარყოფითად აისახება, როგორც ნაყოფის ხარისხზე, ასევე ხის სასიცოცხლო მდგომარეობაზე.

ჯიშები განსაკუთრებით მომთხოვნია ტენის მიმართ, მაშინ როცა საძირე კომშია.

ტემპერატურული რეჟიმი

ვაშლთან შედარებით მსხალი უფრო მომთხოვნი კულტურა კლიმატური პირობების მიმართ. იგი მეტად სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა, მაგრამ ნაკლებად ყინვაგამძლე.

მსხალი ვეგეტაციას იწყებს, როდესაც საშუალო დღე-ღამის ტემპერატურა 90C-ზე მეტია. მსხლის ევროპული ჯიშები კარგად ხარობს იმ რეგიონებში, სადაც აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა – 260C -ის ქვემოთ არ ჩამოდის.

მსხლის ზაფხულის სიმწიფის პერიოდის ჯიშების ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აქტიურ ტემპერატურათა ჯამი უდრის 2200—24000C, (DD; ∑ > +100C). უყინვო დღეთა რიცხვი -135, ხოლო ზამთრის სიმწიფის პერიოდის ჯიშებისთვის – 2600 – 30000C, (DD; ∑ > +100C). შესაბამისად უყინვო დღეთა რაოდენობა 185 დღეა.

ნალექები

მსხალი ნორმალურად ვითარდება და მაღალ მოსავალს იძლევა, 700–800 მმ ნალექების პირობებში. ჯიშების წარმოებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია ისეთი რეგიონები, სადაც ზაფხულის პერიოდში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 65-70% არ აღემატება.

დასავლეთ საქართველოს ჭარბტენიან ნიადაგების პირობებში, სადაც მაღალია ჰაერის ფარდობითი ტენიანობა, ვეგეტაციის პერიოდში, ჯიშები ხშირად ავადდებიან ქეცით, თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი ჯიშები კარგად არიან ადაპტირებული ასეთ პირობებთანაც. მსხალი ასევე საკმაოდ გვალვაგამძლე მცენარეა.

იხილეთ: როგორ დავრგოთ მსხალი, მსხლის ბაღის გაშენება და მოვლა

მავნებელ-დაავადებები

მსხლის კულტურა ყველაზე ხშირად ზიანდება შემდეგი მავნებელ-დაავადებებით: ვაშლის ნაყოფჭამია, ბურტყლა ბუგრი, კოკრიჭამია ცხვირგრძელა, ვაშლის მენაღმე ჩრჩილი, მსხლის ფსილა, მსხლის ბაღლინჯო, მსხლის ტკიპა, ვაშლის ფოთლიხვევია, კალიფორნიის ფარიანა.

დაავადებებიდან მსხალს აზიანებს ქეცი, ნაცარი, მსხლის ჟანგა, ტოტების ხმობა, ციტოსპორიოზი, მსხლის ნაყოფის ვირუსული დეფორმაცია. აღნიშნული მავნებლების და დაავადებების წინაღმდეგ საჭიროა შესაბამის აგროვადებში ჩატარდეს ინტეგრირებული დაცვის ღონისძიებები.

ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები

თქვენი რეკლამა