პოლონეთის ბაზარზე უზბეკეთის და ირანის ახალი მწვანილი დომინირებს

მწვანილი, პოლონეთის, ბაზარი

უზბეკეთიდან და ირანიდან ახალი მწვანილის მასიური ექსპორტირება ხდება ევროკავშირის აღმოსავლეთ ქვეყნების ბაზრებზე. კერძოდ, პოლონეთში ახალი ხილითა და ბოსტნეულით მოვაჭრეების ინფორმაციით, ამ ქვეყანაში სუპერმარკეტების თაროებზე უზბეკეთიდან და ირანიდან შემოტანილი კამა და ოხრახუში დომინირებს.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ სუპერმარკეტები უპირატესობას ანიჭებენ მწვანილს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ხოლო საბითუმო ბაზრებზე უხვადაა მწვანილი ესპანეთიდან, იტალიიდან და ევროკავშირის სხვა სამხრეთ ქვეყნებიდან.

ვაჭრობის წარმომადგენლები თვლიან, რომ უზბეკეთისა და ირანიდან მწვანილის მთავარი უპირატესობა უფრო ხანგრძლივი შენახვის ვადაა, რადგან ამ ქვეყნებში ოდნავ განსხვავებული ჯიშები იზრდება. ასევე, ოხრახუში და კამა ნაკლებად პოპულარულია დასავლეთ და სამხრეთ ევროკავშირის ქვეყნებში, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ამიტომ, სწორედ ამ სეგმენტში დომინირებენ უზბეკეთი და ირანი.

იხილეთ აგრეთვე: კამა – თესვა, თესვის ნორმები, მოვლა-მოყვანა

შეგახსენებთ, რომ ამ ქვეყნებში მწვანილი ზამთარში ღია გრუნტში მოჰყავთ, რაც შესაძლებელს ხდის პროდუქციის ძალიან დაბალ ფასად წარმოებას.

საკმაოდ პრიმიტიული დახარისხებისა და შეფუთვის პროცესის შემდეგ, რომელიც შედარებით იაფია, მწვანილი საჰაერო გზით იგზავნება დანიშნულების ქვეყნებში.

იხილეთ აგრეთვე: ოხრახუში – თესვა, მოვლა, მოყვანა

თქვენი რეკლამა