როგორ გავაერთიანოთ მზის ელექტროსადგური მსხლის ბაღთან

მზის, პანელები, ბაღში

ბელგიელი მკვლევარების ჯგუფმა, მსხლის სამრეწველო ბაღში, ექსპერიმენტული მზის პანელების სისტემა შექმნა. ეს სისტემა წარმოადგენს ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის პირველ ეტაპს, რომელსაც აფინანსებენ ბელგიის ფლამანდური რეგიონის მთავრობა და ოცი კომპანია.

პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო მიწებთან ინტეგრირებული მზის ელექტროსადგურების მიზანშეწონილობის დემონსტრირება.

არსებული მზის პანელების სისტემა განლაგებულია ბირბეკში, ფლანდრიაში, მსხლის ბაღში. ხეხილის ბაღები მზის ენერგიის სისტემებისთვის იდეალურად ითვლება, რადგან ხეებს სეტყვისგან იცავს მათზე გაჭიმული ბადეები. შესაბამისად, ამ ბაღებს უკვე აქვთ მზის პანელებისთვის საჭირო საყრდენები. გარდა ამისა, მსხალი (ზოგადად ხეხილი) მრავალწლიანი კულტურაა, ამიტომ მათ მიერ დაკავებული ტერიტორიები არ საჭიროებს ხშირ ხვნას ან სხვა სამუშაოებს, რომლებიც ხელს შეუშლის მიწისზედა სტრუქტურებს.

ექსპერიმენტული მზის ენერგიის სისტემა, შედგება პანელების სამი რიგისგან. მოდულები განთავსებულია უშუალოდ ხეების ზემოთ, 4.6 მეტრის სიმაღლეზე, რაც შეირჩა მსხლის მოყვანაში გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ზომის გათვალისწინებით.

მზის, პანელები, ბაღში

გარდა ამისა, პანელები ისეა განლაგებული, რომ ისინი ეფექტურად იცავენ მოსავალს სეტყვისგან და, მეორეც, არ ჩრდილავენ მცენარეებს დღის უმეტეს ნაწილში. ამ ეფექტის მისაღწევად, მეცნიერებმა წინასწარ მოდელირება გაუკეთეს სისტემის კონფიგურაციას საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.

ერთი 185 ვატიანი მზის პანელი შედგება 36 ცალი 156 x 156 მმ ზომის ფოტოელემენტისგან. მოდულების გამჭვირვალე უკანა მხარე და უჯრედებს შორის სივრცეები უზრუნველყოფს 40%-იან გამჭვირვალობას. პანელებისთვის გამოიყენება ფოტოელემენტები, რომელთა მზის ენერგიის გარდაქმნის ეფექტურობა 21%-ია.

ექსპერიმენტის განმავლობაში, მეცნიერები აკვირდებიან ბაღის მიკროკლიმატს ისეთი მონაცემების შეგროვებით, როგორიცაა ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა და ფოთლების ტემპერატურა, ასევე სწავლობენ მზის პანელების დაყენების გავლენას მსხლის მოსავლიანობასა და ხარისხზე.

წყარო: pv-magazine

თქვენი რეკლამა