ლურჯი მოცვის ბაზრის მონიტორინგი ლურჯი მოცვის ბაზრის მონიტორინგი, სააგენტომ ფერმერთა მიერ პროდუქციის რეალიზაციის სირთულეების და ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, 2023 წლის 30 ივნისს დაიწყო.
სააგენტოს შუალედური შეფასებით, 2020-2023 წლებში 50-მდე კომპანია ახორციელებდა საქართველოდან მოცვის ექსოორტს, ძირითადად რუსეთის ფედერაციაში (საერთო ექსპორტის 90%-ზე მეტი).
2020-2022 წლებში ბაზრის ექსპორტის დონე დაბალკონცეტრირებულია, ხოლო 2023 წელს ინდექსი იზრდება ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის ნიშნულამდე:
ქვეყნიდან ექსპორტირებული ლურჯი მოცვის რაოდენობა მზარდია, კერძოდ, 2020 წელს ექსპორტის საერთო მოცულობამ შეადგინა 654.9 ტონა, ხოლო 2023 წელს ფიქსირდება 500%-იანი ზრდა – 3412.8 ტონა.
რაოდენობრივ მაჩვენებელთან ერთად გაზრდილია ექსპორტირებული ლურჯი მოცვის საერთო ღირებულებაც, კერძოდ, 2020 წელს განხორციელდა 11.3 მილიონი ლარის ღირებულების ლურჯი მოცვის ექსპორტი, 2021 წელს 17.5 მილიონი ლარის, 2022 წელს 23.8 მილიონი ლარის, ხოლო 2023 წელს ექსპორტის საერთო ღირებულებამ 53.9 მილიონი ლარი შეადგინა (ზრდა 475%).
5 მსხვილი კომპანიის საერთო წილი ბაზრის ექსპორტის დონეზე, შესასწავლ პერიოდში, მერყეობს 43%-დან 65%-მდე.
ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი და ასევე, ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინინატური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით:
სააგენტო აგრძელებს ლურჯი მოცვის ბაზრის მონიტორინგს. მონიტორინგის საბოლოო ანგარიშის მოზადება 2024 წელს განხორციელდება.
წყარო: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო
იხილეთ აგრეთვე: ლურჯი მოცვი – დარგვა, მულჩირება, მოშენება, ბიზნესი