აზერბაიჯანი აგროსექტორში სატელიტურ მონაცემებს აქტიურად გამოიყენებს

აზერბაიჯანი, აგროსექტორი, სატელიტი

აზერბაიჯანი სოფლის მეურნეობის სექტორში სატელიტური მონაცემების გამოყენებას ააქტიურებს.

სატელიტური ფოტოების გამოყენებით ფერმერული მეურნეობებისა მონიტორინგი და ვეგეტაციის პერიოდში კულტურებზე დაკვირვება, ხელს შეუწყობს ნეგატიური პროცესებისა და ზარალის თავიდან აცილებას.

ამის შესახებ აზერბაიჯანის კოსმოსური სააგენტოს (Azercosmos) წარმომადგენელმა ისმეთ ბახიშოვმა ბაქოში გამართულ საერთაშორისო აგრარული ინოვაციების ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროში სატელიტური მონაცემების გამოყენება სასურველ დონეზე არ არის და ეს სფერო განვითარებას საჭიროებს.

ისმეთ ბახიშოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა და წყლის რესურსები ყველაზე მეტად ექვემდებარება კლიმატის ცვლილების ნეგატიურ ზემოქმედებას, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია სატელიტური მონაცემების გამოყენებით.

თქვენი რეკლამა