ჯიღაურას ბაზაზე ნიუტონის სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ

ჯიღაურა, ტრენინგი, სკოლა

ჯიღაურას ბაზაზე ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებს საველე ტრენინგი ჩაუტარდათ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის  სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ ნიუტონის თავისუფალი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს ჯიღაურას ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერებინა და ვაზის ჯიშებსა და მათ მოვლა-მოყვანაზე მიაწოდა ინფორმაცია.

ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე მოსწავლეებმა ყურძნის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა და ყურძნის დაწურვის ტექნოლოგიებს გაეცნენ.

ჯიღაურა, ტრენინგი, სკოლა

ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მომზადების და აგრარულ სფეროში მათი ჩართვის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე რეგულარულად ტარდება უფასო სემინარები და ტრენინგები.

ჯიღაურა, ტრენინგი, სკოლა

თქვენი რეკლამა