აზერბაიჯანელი მებაღეები ატმის მოყვანის ტერიტორიას აფართოებენ და შესაბამისად, იზრდება ამ ხილის წარმოება და ექსპორტი. 2023 წელს აზერბაიჯანში ატმის ფართობები 1,5 ათასი ჰექტარით გაიზარდა.
აზერბაიჯანმა 2021-2023 წლებში ატმის ექსპორტიდან 113,4 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, განუცხადეს „ინტერფაქს-აზერბაიჯანს“ აგროდაზღვევის ფონდში.
ფონდის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ატმის ბაღებში ყოველწლიურად 65 ათას ტონაზე მეტი ხილი იკრიფება, რომელთა უმეტესობა ექსპორტზე გადის.
„2021 წელს ექსპორტირებული იყო 23,4 ათასი ტონა ატამი, შემოსავალმა შეადგინა $29,2 მილიონი, 2022 წელს ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 13,7%-ით და 26,6 ათას ტონამდე, ხოლო მისგან შემოსავალი გაიზარდა 12,3%-ით და $32,8 მლნ. 2023 წელს, ატმის საექსპორტო მოცულობამ 45,2 ათასი ტონა შეადგინა (ზრდა 69,9%), შემოსავალი კი 51,4 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 56,7%)“, – აცხადებენ ფონდში.
ფონდის ინფორმაციით, ატამი აზერბაიჯანში 10 ათას ჰექტარ ფართობზეა გაშენებული და ეს ბაღები სწრაფად ფართოვდება: 2023 წელს აზერბაიჯანში 1,5 ათასი ჰექტარი ატმის ახალი ბაღი გაშენდა.
გუბა-ხაჩმაზის ეკონომიკური რეგიონი პირველ ადგილზეა ატმის ბაღების ფართობით- 5,8 ათასი ჰექტარი ანუ ატმის ბაღების თითქმის 60%.
იხილეთ აგრეთვე: ატამი – დარგვა, მოვლა-მოყვანა, ბაღის გაშენება