
ბოლო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა პომიდვრის ექსპორტიდან დაახლოებით 880, 467 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
2019-2023 წლებში აზერბაიჯანიდან 880, 467 მილიონი დოლარის ღირებულების 789, 311 ათასი ტონა პომიდორი გავიდა.
APA-Economics-ის გამოთვლებით, სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ანგარიშზე დაყრდნობით, აზერბაიჯანიდან პომიდვრის ექსპორტმა 2019-2023 წლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მთლიანი ექსპორტის 27,2% შეადგინა.
აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის პროდუქციის მთლიანი ექსპორტი 2019-2023 წლებში 3,237 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
აზერბაიჯანიდან პომიდორი ძირითადად რუსეთში გადიოდა. ამრიგად, 2019-2023 წლებში ქვეყნიდან რუსეთში 861,64 მილიონი აშშ დოლარის პომიდორი იქნა ექსპორტირებული, რითაც რუსეთში პომიდვრის ექსპორტმა აზერბაიჯანიდან პომიდვრის მთლიანი ექსპორტის 97,9% შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში 1 კილოგრამი პომიდვრის საშუალო საექსპორტო ფასმა 1,11 დოლარი შეადგინა.
2023 წლის შედეგებით აზერბაიჯანმა ოდნავ შეამცირა პომიდვრის ექსპორტი – 0,6%-ით ნაკლები 2022 წელთან შედარებით. 2023 წელს სულ ექსპორტირებულია 161, 983 560 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების (კლება 3,4%) 140, 587 ათასი ტონა პომიდორი.
იხილეთ აგრეთვე: პომიდორი მოყვანა, მოვლა და რამდენიმე გამორჩეული ჯიში