„აგროვადების დაცვა და ხარისხიანი პროდუქცია კარგი მოსავლის წინაპირობაა“ – ინტერვიუ აგრონომ მარიამ ყუბანეიშვილთან

აგრონომი

აგრონომ მარიამ ყუბანეიშვილს სოფლის მეურნეობისადმი ინტერესი ბავშვობაში გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს აგრონომობა პოპულარული სპეციალობა არ ყოფილა, პროფესიის არჩევა მაინც არ გასჭირვებია. უნივერსიტეტის დასრულებისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ, ის მარნეულის რაიონის სოფელ იმერში 80 ჰექტარზე გაშენებულ ნუშის მეურნეობას ჩაუდგა სათავეში და სამი წლის თავზე უკვე პირველ მოსავალს ელის.

რა გზა გაიარა მარიამმა დღემდე და რა უნდა გაითვალისწინონ ფერმერებმა ნუშის ბაღის მოვლის დროს? – ამ და სხვა კითხვებით მარიამ ყუბანეიშვილს მივმართეთ.

მარიამ, მაინც რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება აგრომეურნეობით და როგორია თქვენ მიერ განვლილი პროფესიული გზა?

ჩემს ოჯახს დასავლეთში სასათბურე მეურნეობა აქვს, ამიტომ ამ სფეროსთან შეხება ბავშვობიდანვე მქონდა. დროთა განმავლობაში ინტერესიც გამიჩნდა და აგრონომიის შესწავლა გადავწყვიტე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიაში დავიწყე მუშაობა აგროდაზღვევის მიმართულებით, თუმცა მივხვდი, რომ პროფესიული განვითარებისთვის ეს საკმარისი არ იყო. ამიტომ კერძო კომპანიის ნუშის ბაღში დავსაქმდი აგრონომად. სამი წლის თავზე ახალი გამოწვევების ძებნა დავიწყე და ასე მოვხვდი მარნეულში, „ნუში იმირის“ მეურნეობაში, სადაც ნუშის სამი ჯიში – პენტა, ლოურენი და მარინადა მოგვყავს.

 

რა ეტაპზეა თქვენი მეურნეობა და როდის ელოდებით პირველ მოსავალს?

ჩვენი ნუშის ბაღი ჯერ მესამე წელშია. სრულ მოსავლიანობას კი ეს კულტურა მეოთხე-მეხუთე წელს იძლევა. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს და აგვისტოს ბოლოს, დაახლოებით 10 ჰექტარზე უკვე შევძლებთ საკმაოდ დიდი მოცულობის მოსავლის აღებას. 

როგორ მიაღწიეთ ამ შედეგს?

იმისათვის, რომ მეურნეობა წარმატებული იყოს და მოგიტანოს მოგება, აუცილებელია, ნიადაგისა თუ მცენარის შესაბამის ვადებში დამუშავება. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასაც. ამიტომ უპირატესობას „აგროსფეროს“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილ ბრენდებს ვანიჭებთ, რადგან დარწმუნებული ვართ მათი პროდუქციის ხარისხში, ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში. ყველაზე აქტიურად კი BAYER-ის მცენარეთა დაცვის საშუალებებს – ნატივოსა და კონფიდორს ვიყენებთ. ვფიქრობ, აგროვადების დაცვა და ხარისხიანი პროდუქცია კარგი მოსავლის წინაპირობაა, რასაც ჩვენი წლევანდელი შედეგებიც ადასტურებს.

თქვენი რეკლამა