ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა – ყოველწლიური რუტინა ფერმერებისთვის

ნიადაგის

შემოდგომით ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ველზე სამუშაოები ადრეულ გაზაფხულზე უნდა დავიწყოთ, ერთ-ერთი პირველი რიგის სამუშაო ნიადაგის ნაყოფიერების განსაზღვრა, მასში მცენარისთის საჭირო საკვები ნივთიერებების შემოწმება და მიღებული შედეგების ანალიზია, სწორედ ამ შედეგების მიხედვით უნდა დავგეგმოთ ნაკვეთში, სასუქის სახით შესატანი ნივთიერებების საჭიროება.

სასუქის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ მიერ გამოყენებული პროდუქცია იყოს ხარისხიანი, აკმაყოფილებდეს ქართული კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს და თანხვედრაში იყოს ევროპის ბაზრის მოთხოვნებთან.

ყველა ზემოთჩამოთვლილ ნორმას, სტანდარტსა და მახასიათებელს კომპანია კარტლისის მიერ შემოტანილი ევრიპული ხარისხის სასუქები: ევროტიმი და ევროპაკი აკმაყოფილებს.

სასუქის დახასიათება:

„ევროპაკი“

ევროპაკი წარმოადგენს უნიკალურ სასუქს, რომელიც ერთნაირად ეფექტურია როგორც ტუტე, ასევე მჟავე ნიადაგებში. ცნობილია, რომ ნიადაგში არსებული ქიმიური ელემენტები ადვილად შედიან რეაქციაში ფოსფორთან, ბოჭავენ მას და ხელმიუწვდომელს ხდიან მცენარისათვის. ნიადაგის მჟავიანობის მაჩვენებლის სიდიდიდან გამომდინარე ფოსფორის 40-60% იბოჭება კალციუმის, ალუმინის და სხვა ელემენტების მიერ და ხელმიუწვდომელი ხდება მცენარისათვის.

ფრანგული კომპანია TimacAgro-ს მეცნიერებმა შექმნეს და დააპატენტეს უნიკალური ორგანული კომპლექსი MPPA (მპპა), რომელიც მიიღება ბუნებრივი მცენარეული ნედლეულისაგან. MPPA (მპპა) იცავს სასუქის შემადგენლობაში შემავალ ფოსფორს ბლოკირებისაგან როგორც ტუტე ასევე მჟავე ნიადაგებში. სწორედ MPPA-ს (მპპა) შემცველობა ხდის ევროპაკს გამორჩეულ სასუქად.

ევროპაკი ასევე შეიცავს მიკროელემენტებს: 18%გოგირდის ტრიოქსიდი,  2%მაგნიუმი, 0,5 % საერთო ბორი,  0,3 % საერთო თუთია.

„ევროტიმი“

მცენარის ნორმალური ზრდა განვითარებისთვის საჭიროა ძირითადი ელემენტების მიწოდება, როგორიცაა; აზოტი ,ფოსფორი ,კალიუმი – ნივთიერებები რომელიც უზრუნველყოფს მცენარის სწორ და ჯანსაღ განვითარებას, სწორედ ამგვარ საჭიროებებზე  მორგებული სასუქია ევროტიმი – NPK – 10-18-12  20 % გოგირდი 0,2 % ცინკი, მისი უპირატესობა არსებულ სხვა სასუქებთან შედარებით მდგომარეობს შემდეგში: მას აქვს დამატებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება MPPA რომელიც უზრუნველყოფს მცენარისთვის კარბონატულ ნიადაგებზე ფოსფორის 100 % ით უდანაკარგოდ ათვისებას.

გამოყენების საორიენტაციო სქემა:

→ ვაშლი   300-400 კგ. 1 ჰა-ზე;
→ ატამი   350-400 კგ. 1 ჰა-ზე;
→ ვაზი    300-350 კგ. 1 ჰა-ზე.

ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.

კომპანიის ვებ-გვერდი: http://www.cartlis.ge/

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ბმულით.

თქვენი რეკლამა