გაზაფხულის მოსვლასთან, სხვადასხვა კულტურისთვის, მოსამზადებელი სამუშაოები იწყება. უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღების პროცესში პირველი წამლობების ჩატარებას ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უჭირავს.
ადრეულ გაზაფხულზე, კვირტის დაბერვის ფაზაში, სპილენძნაერთი ფუნგიციდებით წამლობის დაწყება ბევრ სირთულეს აგვარიდებს თავიდან. სპილენძნაერთი ფუნგიციდები გამოიყენება ფოთლის სიხუჭუჭის, ჭრაქის, პერენოსპოროზის, კოკომიკოზის, სიდამპლის და სხვა მრავალი ბაქტერიული და სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ.
მოსავლიანობაზე მკვეთრად მოქმედებს, ადრეულ გაზაფხულზე, კვირტის დაზიანება სიცივისგან. კვირტის დაბერვის ფაზაში მცენარის სპილენძის ხსნარით დამუშავება კი პრობლემის რისკს ერთიორად ამცირებს.
სპილენძნაერთ ფუნგიციდებს მცენარის დაცვასა და უხვმოსავლიანობის ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს. ,,აგრონომი“ რეკომენდაციას უწევს გამოცდილ პრეპარატებს, ბორდოტანს, პროტექტსა და მეტკოპერს, რომლებიც მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა კულტურათა გეგმიური მოვლის პროცესში.
ბორდოტანი უნივერსალური ფუნგიციდია. პრეპარატს აქვს მასტიმულირებელი მოქმედება მცენარეებზე. პრეპარატის ეფექტურობა დამოკიდებულია მისი გამოყენების პერიოდზე (მისი გამოყენება უნდა მოხდეს დაავადების გამოჩენამდე). ამ შემთხვევაში მას თითქმის არ აქვს უარყოფითი გავლენა დაცულ კულტურებზე.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
→ უნივერსალური მოქმედება სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ;
→ მარეგულირებელი ეფექტი აქვს ფოტოსინთეზზე, სუნთქვაზე, ნახშირწყლებისა და ცილების ციკლზე;
→ ფუნგიციდი ეფექტურობას ინარჩუნებს მაღალი ტემპერატურისა და გვალვის დროს;
→ საუკეთესო დამკავებლობა მცენარის ზედაპირზე მაღალი ფუნქციების აქტივობის შენარჩუნებით.
პროტექტი – პროტექტი აკონტროლებს დაავადებათა ფართო სპექტრს, რომლიც ვრცელდება ისეთ კულტურებში, როგორებიცაა ვაზი, ატამი, ვაშლი, ციტრუსი, ბოსტნეული და ა.შ.
პროტექტის გამოყენების უპირატესობები:
→ ხელს უშლის სპორების გამრავლებას და პათოგენური უჯრედების გაყოფას;
→ დამცავი მოქმედების ხანგრძლივობა, მოხმარების ოპტიმალური მაჩვენებლების გათვალისწინებით, შეადგენს 7-10 დღეს, ნალექის შემთხვევაში მკურნალობა მეორდება;
→ კომპლექსურ-კრისტალური სტრუქტურა გარანტირებულად იცავს მცენარის ზედაპირს;
→ დაავადებათა ფართო სპექტრის საუკეთესო კონტროლი;
→ ადვილი და ეფექტური გამოყენება;
→ გააჩნია მტვერგამძლე ფორმულაცია;
→ პროტექტი არის შექმნილი, უმაღლესი ხარისხის ფორმულირებით, ნაწილაკების ზომა ისეა გათვლილი, რომ მოხდეს მცენარის ზედაპირის სრულყოფილი და თანაბარი დაფარვა.
მეტკოპერი მოქმედი ნივთიერებების უნიკალური კომბინაციის მქონე სისტემურ-კონტაქტური ფუნგიციდია სასოფლო-სამეურნეო კულტურებში გავრცელებული სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ.
პრეპარატის გამოყენების უპირატესობები:
→ ზღუდავს მცენარეების დაზიანებას, ხელს უწყობს მათ აღდგენას;
→ გამოიყენება როგორც პროფილაქტიკურად (მასობრივი განვითარების თავიდან ასაცილებლად), ასევე დაავადების მასობრივი გავრცელების შემთხვევაში (აქვს სამკურნალო თვისებები);
→ არ ხასიათდება ფიტოტოქსიკურობით და დაავადებების მიმართ რეზისტენტობით;
→ დაცვითი ხანგრძლივობა: 8–10 დღე (დასაცავი კულტურის მიხედვით, ინფექციური დატვირთვის გათვალისწინებით);
→ მეტკოპერი განსაკუთრებით მაღალეფექტურია პროფილაქტიკური (ინფექციამდე) გამოყენებისას;
გააუმჯობესებს მოსავლის ხარისხს;
→ ხასიათდება კარგი მიმწებებლობის უნარით;
→ ნალექების მიმართ მდგრადობით გამოირჩევა.
სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „აგრონომი“. ვებ გვერდი: agronom.com.ge
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან. დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით.