კუპროზინი: უნიკალური კონტაქტური პრეპარატი სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ

მაღალი მოსავლის მიღებისთვის უმთავარესი პირობაა მცენარეთა დაცვაა დაავადებებისგან. ამ კუთხით განსაკუთრებით გამორჩეულია COSACO-ს ძლიერი ფუნგიციდი და ბაქტერიციდი — კუპროზინი . მოცემულ სტატიაში განვიხილავთ კუპროზინის უნიკალურ მახასიათებლებს, სარგებელს  და გაგაცნობთ, რატომ არის საუკეთესო არჩევანი მცირე და მსხვილმასშტაბიანი მეურნეობებისთვის.

COSACO ერთ-ერთი უდიდესი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპილენძის გადამამუშავებელი  კომპანიაა, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და სანდოობით. კომპანია გლობალურ ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს, რაც განუყოფელ ნაწილად აქცევს ინდუსტრიის განვითარების პროცესში.  აშშ-სა და  გერმანიაში, არსებული საწარმოები აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნოლოგიებით. კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს  ეკოლოგიასა და მდგრად განვითარებას, რაც საშუალებას აძლევს  დარჩეს ინდუსტრიის ლიდერად საერთაშორისო ბაზარზე.

რა არის კუპროზინი ?

კუპროზინი არის ახალი თაობის  პროდუქტი , რომლის შემადგენელი ნივთიერებაა სპილენძის ოქსიქლორიდი (60%). პრეპარატი ანადგურებს სოკოს უჯრედებს , რითაც ხელს უშლის მათ ზრდასა და გავრცელებას . უნიკალური ფორმულაციითა და მახასიათებლებით კუპროზინი წარმოადგენს სუფთა სპილენძის 35 %-იან ფუნგიციდსა და ბაქტერიოციდს.

ფუნგიციდი ვაზის ჭრაქი                            ატმის ფოთლის სიხუჭუჭე            პომიდვრის ფიტოპტორა

კუპროზინის მთავარი უპრირატესობაა მისი მრავალმხრივი გამოყენებაა სხვადასხვა კულტურებზე, როგორიცაა: ხილი, ბოსტნეული და დეკორატიული მცენარეები. კუპროზინი ეფექტურია: ჭრაქის, ქეცის, ფოთლის სიხუჭუჭის, თხილის ბაქტერიული სიდამწვრის, ფოთლის ლაქიანობის, სიდამპლის, ანთრაქნოზის, ფიტოფტორის, ფსეუდომონას,  ბაქტერიული სილაქავის, მონოლიოზის და სხვა დაავადებების წინააღმდეგ.

ასევე  მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კუპროზინი  არის ბიოლოგიური პრეპარატი და ნაკლებად მავნებელია გარემოსთვის, ვიდრე სხვა სინთეზური ქიმიური პრეპარატები.  კუპროზინი არ აზიანებს არამიზნობრივ ორგანიზმებს, მათ შორის სასარგებლო მწერებსა და ნიადაგის მიკროორგანიზმებს. ამასთან, არ ტოვებს მავნე ნარჩენებს მცენარეზე და ნიადაგში.

რა განასხვავებს კუპროზინს სხვა პრეპარატებისგან ?

კუპროინის  დადებითი მახასიათებელი სხვა ფუნგიციდებთან შედარებით არის პრეპარატში არსებული ნაწილაკების მცირე და თანაბარი ზომა, რაც იმას ნიშნავს, რომ კუპროზინს ახასიათებს მცენარის ზედაპირზე გადანაწილების მაღალი სიზუსტე  და მდგრადობა.  პრეპარატი წვიმის ან სარწყავი სისტემის ზემოქმედების შემდეგაც კი ქმნის დამცავ ბარიერს  და არ კარგავს ეფექტურობას. სწორედ ამიტომ, კუპროზინი სრულყოფილად იცავს მცენარის ზედაპირს და რაც მთავარია არის ნაკლებად ფიტოტოქსიკური.

კუპროზინის  იდეალური  მიკროგრანულარული სტრუქტურა  სპილენძის მოლეკულებს  საშუალებას აძლევს, თანაბარად  გადანაწილდეს მცენარეთა ზედაპირზე. ამავე მიზეზით პრეპარატი სწრაფად იხსნება წყალში მაღალხარისხიანი სუსპენზიის წარმოქმნით. შედეგად, მცირდება  სპილენძის მოხმარება, გამოყენების ჯერადობა,  პრეპარატის  გაფანტვისა და  გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკები. მიკროგრანულოვანი სტრუტურა სპილენძის ოქსიქლორიდს  გამოთავისუფლების სიჩქარესთან ერთად პრეპარატს აძლევს  მყისიერ და გრძელვადიან  ეფექტს.

 

კუპროზინი

კუპროზინის  უპირატესობები:

• სწრაფი  დატენიანება – მაღალი ხსნადობის უნარი;
• მაღალხარისხიანი სუსპენზია;
• კარგი წებოვანი თვისებები, რომლებიც ითვალისწინებს კუპროზინის სწრაფ შრობას და ხანგრძლივ ეფექტურობას;
• მცენარის ზედაპირის იდეალური დაცვა;
• თავსებადია გავრცელებულ პრეპარატებთან;
• არის ძლიერი მიმწებებელი;
• არ წარმოქმნის ქაფს;
• აქვს შენახვის გრძელვადიანი ვადა;
• არის ნაკლები ფიტოტოქსიკური.

ძირითადი მესიჯი:

თანამედროვე სპილენძის შემცველი ფუნგიციდების ეფექტურობას განაპირობებს არა მხოლოდ Cu2+_ის იონების მაღალი საწყისი რაოდენობა, არამედ ოპტიმალური გადანაწილების გრძელვადიანი აქტივობაც, რაც, ძირითადად, დამოკიდებულია ფორმულირების თანამედროვე ტექნოლოგიებზე.

კუპროზინი  არის უნიკალური ფუნგიციდი და ბაქტერიოციდი, რომელიც სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ მცენარეთა დაცვის ახალ სტანდარტს ქმნის. მისი აქტიური ნივთიერება, სპილენძის ოქსიქლორიდი, უზრუნველყოფს ხანგრძლივ და ეფექტურ დაცვას. კუპროზინის უნიკალური ფორმულა და მრავალმხრივი გამოყენება  მას იდეალურ  პროდუქტად აქცევს ნებისმიერი მასშტაბის მეურნეობისთვის.

სტატის ავტორი: კომპანია „აგრო ფორსის“ აგრონომი იოანე ხვიჩია.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ „აგრო ფორსის“ ფეისბუქ გვერდს.

https://www.facebook.com/AgroForceGeorgia

თქვენი რეკლამა