გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტიურ ფაზაში შედის კულტურულ მცენარეთა მოვლა-მოყვანის საკითხი, რაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხარისხიანი პრეპარატების გამოყენებას.
როგორც უკვე ცნობილი შპს „აგროსიმა“ 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ევროპული ხარისხის პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს.
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მცეანარეთა დაცვის საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. (ესპანეთი, იტალია).
ჩვენი კომპანიის თანამშრომლები ანხორციელებენ ფერმერებთან ვიზიტს და მუდმივ მონიტორინგს რათა მიღებული იქნას უხვი და ეფექტური მოსავალი.
ჩვენ გთავაზობთ კულტურული მცენარეების მავნებლებისა და დაავადებების რიცხოვნობის რეგულირების დაცვის სქემებს, რომელიც ინდივიდუალურად შექმნილია ცალკეულ ფერმერთათვის მათი რეგიონის აგრომეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია პრეპარატების გამოყენების სწორი დროის შერჩევა, დოზირება, უსაფრთხოების წესების დაცვა და ლოდინის პერიოდის გათვალისწინება, რის შედეგადაც მივიღებთ მაღალ და ხარისხიან მოსავალს. ამ ყველაფერში კი აგროსიმა ეხმარება ფერმერებს.
ჩვენ გთავაზობთ როგორც ქიმიურ პრეპარატებს ისე ორგანულს, ჩვენი მიზანია ფერმერებში ბიო პრეპარატების კუთხით ცნობადობის ამაღლება და პრაქტიკაში მეტად გამოყენება.
ამ ეტაპზე ჩვენთან წარმოდგენილია 6 სახეობის ბიო (ორგანული) პრეპარატი:
- ა-მიქსური ალგასი (ორგანო-მინერალური სასუქი)
- პლასტ ოფ L (ფუნგიციდი)
- პინაზოლი (ფუნგიციდი)
- ქემოლი, ეკ (ინსექტო-აკარიციდი)
- ბელტირული (ინსექტიციდი)
- რამინი 30 წრგრ (ფუნგიციდი)
“აგროსიმა”-ში შეძენილ პროდუქციას თან ერთვის შესაბამისი კვალიფიციური კონსულტაცია, რომელიც მიმართულია ეფექტური და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებისკენ. გუნდი ყოველთვის მზადაა გაუზიაროს გამოცდილება და დაეხმაროს მომხმარებელს სხვადასხვა კულტურების დაცვის სქემების შემუშავებაში როგორებიცაა: ვაზი, კურკოვნები, კაკლოვნები, მარცვლეული, ბაღჩა-ბოსტნეული, კენკროვნები და სხვა.
ამჟამად ჩვენი ათვისებული კულტურების პროცენტული განაწილება გამოიყურება ასე
კომპანიის ძირითადი მოტივია მომხმარებლების მიერ მიღებული ეფექტური შედეგები და ხანგრძლივი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.
„აგროსიმა“ დაარსების დღიდან ეტაპობრივად ვითარდება და განაგრძობს წინსვლას უმაღლესი ხარისხის პროდუქციის და კონსულტაციის შეთავაზებით ფერმერებისთვის.
კომპანიის მიზანია ევროპული სტანდარტების სრული გაზიარება და პრაქტიკაში რეალიზება, ფერმერებისთვის კულტურათა დაცვის ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გაცნობა და საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა, ბიომეურნეობის ცნობიერების ამაღლება და დაინტერესება ფერმერებში.
აგროსიმა – ხარისხიანი მოსავლისთვის!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს www.agrosima.ge
ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსიმა“.
*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ სტატიებთან. დამატებითი კითხვებისთვის ისარგებლეთ მითითებული საკონტაქტო ბმულით.