კომპანია „აგროსიმა“

აგროსიმა

შპს „აგროსიმა“ 2017 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ევროპული ხარისხის პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს.

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მცეანარეთა დაცვის საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. (ესპანეთი, იტალია).

დაარსების დღიდან აგროსიმა ორიენტირებულია მაღალი ხარისხის პროდუქციის შეთავაზებაზე ქართველი ფერმერებისთვის.

კომპანიის ცენტრალური ოფისი მდებარეობს თბილისში. პროდუქტის შეძენა შესაძლებელია როგორც თბილისში ასევე ქვეყნის სხვადასხვა რაიონში.

„აგროსიმა“-ს აქვს ექსკლუზიური თანამშრომლობის შეთანხმება 4 წამყვან ევროპულ კომპანიასთან („პრობელტე ს.ა.უ“- ესპანეთი , „ფერტინაგრო ბიოტექ“-ესპანეთი, „ფერტიბერია ს.ა“-ესპანეთი, „ქემია ს.პ.ა“- იტალია) პესტიციდების და აგრიქიმიკატების მიმართულებით, ხოლო ამერიკულ კომპანია „ვერმონტსიდთან“ სათესლე მასალის მიმართულებით.

მიმდინარე წლის პორტფელში კომპანია ფერმერებს სთავაზობს 25 დასახელების როგორც ქიმიური, ასევე ბიო (ორგანული) პესტიციდსა და აგროქიმიკატს, რომლის რაოდენობის მაჩვენებელიც ყოველწლიურად მზარდია.  „აგროსიმა“-ში წარმოდგენილი ყველა პესტიციდი დამზადებულია ევროპული სტანდარტების მიხედვით და ფლობენ საერთაშორისო სერთიფიკატებს.

აგროსიმა

პრობელტე გრუპი (PROBELTE GROUP) წარმოადგენს საერთაშორისო და დამოუკიდებელ ჯგუფს იმ კომპანიებისა რომლებიც ოპერირებენ ფიტოსანიტარულ სექტორში, ფარმაცევტულ ინდუსტრიასა და ბიოტექნოლოგიური ჯანმრთელობის მეცნიერების მიმართულებით.

კომპანია Probelte S.A.U”,  „პრობელტე“  წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ლიდერ კომაპნიას ესპანეთში. დაარსების დღიდან მისი მიზანია მცენარეთა სიჯანსაღის შემანარჩუნებლი პროდუქტების წარმოება და კომერციალიზაცია. კომპანია დაარსდა 1970 წელს. იგი დაფუძნებულია უსაფრთხოებისადმი უმაღლესი დონის მკაცრ მიდგომაზე.

მოწინავე პროდუქტების საფუძველი, რომელსაც „Probelte“ სთავაზობს საზოგადოებას, სათავეს იღებს ფილოსოფიაში, რომელსაც აქვს ძლიერი ტრადიცია და ფესვები ახალი პროდუქტების კვლევაში, განვითარებასა და ინოვაციაში.

კომპანია „Chemia S.P.A.“ “ქემია ს.პ.ა“ წარმოადგენს იტალიურ კომპანიას რომელიც დაარსების დღიდან დღემდე გამოირჩევა სანდოობით, ხარისხიანი პროდუქციით და მაღალი ცნობადობით ადილობრივ ბაზარზე. მისი წარმოებული აგროქიმიკატები და პესტიციდები წარმოებულია უმაღლესი ევროსტარნდარტით რასაც მოწმობს სერთიფიკატები ISO 14001 და ISO 9001.

კომპანია დაარსდა 1962 წელს. მას შემდეგ მიაღწია არაერთ წარმატებას როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე. მათი პროდუქტი ყოველთვის გამოირჩევა უმაღლესი სტარნდარტით და ორიენტირებულია მაღალ შედეგზე. „ქემია ს.პ.ა“ აქტიურად აგრძელებს საკუთარი პროდუქციის კვლევას, განვითარებას და გვთავაზობს ინოვაციებს. ამის დასტურია კომპანიის ყოველწლიურად მზარდი შიდა და საექსპორტო გაყიდვები.

„Chemia S.P.A“ “ქემია ს.პ.ა“ ლიცენზირებულია ევროკავშირის მიერ ყველა ტოქსიკოლოგიური კატეგორიის აგროქიმიკატების წარმოებაში, აწარმოებს რა ყველანაირ ფორმულაციას როგორებიცაა: ფხვნილები, კონცენტრატები, გრანულები, დისპერგირებული გრანულები და სითხეები.

ადმინისტრაციული სათაო ოფისი და საწარმოო ქარხანა მდებარეობს ქალაქ ფერარაში, (იტალია), 30 000 კვადრატული მეტრის ფართობზე.

სხვადასხვა მცენარე სხვადასხვა ფორმულირების წარმოების საშუალებას იძლევა; ლაბორატორია 24 საათიან რეჟიმში ამოწმებს პროდუქციის ხარისხსა და შესაბამისობას.

პროდუქციის სპექტრი, მცენარეთა დაცვისა და კვების კუთხით, შექმნილია სხვადასხვა ბაზრის გამოწვევების შესასრულებლად. თითოეული პროდუქტი მომზადებულია საუკეთესო ხარისხის შესასრულებლად: საუკეთესო ეფექტიანობა, ყველაზე დაბალი გარემოსდაცვითი და მწარმოებლური რისკები. პროდუქციის ფორმულირებისა და წარმოების ყველა ეტაპი ხორციელდება უსაფრთხოების დირექტივებისა და მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად.

კომპანია „Fertiberia TECH S.A.” „ფერტიბერია”  არის ესპანური წარმოშობის, რომელიც მოღვაწეობს 1995-წლიდან და დღეს ევროპაში არის სასუქებისა და ამიაკის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი, იგი ორიეტირენულია მუდმივ განვითარებასა და სიახლეების შეთავაზებაზე.

წლების წინ შემუშავებულმა სტრატეგიამ საერთაშორისო გაფართოებაზე, დივერსიფიკაციაზე და კვლევის, განვითარებისა და ინოვაციებისადმი მუდმივ ერთგულებაზე დაფუძნებული სტრატეგია მისცა  “Fertiberia”-ს, რომ გახდეს მეორე ინდუსტრიული ჯგუფი ესპანური კაპიტალით ქიმიურ სექტორში, 80-ზე მეტ ქვეყანაში მოღვაწეობით.

ბოლო წლებში ჯგუფმა ასევე გააძლიერა თავისი საქმიანობა სამრეწველო გამოყენების პროდუქტების წარმოებასა და კომერციალიზაციაში, რაც მას ერთ-ერთ საერთაშორისო ოპერატორად აქცევს ამიაკის და ქვეპროდუქტების ბაზარზე.

კომპანია „Fertinagro biotech S.L” „ფერტინაგრო ბიოტექ“ წარმოადგენს სასუქების მწარმოებელ უმსხვილეს ესპანურ კომპანიას. კომპანიაში წლის განმავლობაში იწარმოება 2 მილიონ ტონაზე მეტი სასუქი და წარმატებით იყიდება მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში.

„ფერტინაგრო’’ მომხმარებლებს სთავაზობ უმაღლესი ხარისხის სასუქებს, მას მინიჭებული აქვს არაერთი ევროპული სერთიფიკატი, რაც თავისთავად მიუთითებს ხარისხსა და სანდოობაზე. მისი პროდუქცია წარმოებულია ევროკავშირის მოთხოვების თანახმად და სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირში დაწესებულ უმაღლეს სტანდარტებს.

“აგროსიმა”-ში შეძენილ პროდუქციას თან ერთვის შესაბამისი კვალიფიციური კონსულტაცია, რომელიც მიმართულია ეფექტური და მაღალი ხარისხის მოსავლის მიღებისკენ. გუნდი ყოველთვის მზადაა გაუზიაროს  გამოცდილება და დაეხმაროს მომხმარებელს სხვადასხვა კულტურების დაცვის სქემების შემუშავებაში როგორებიცაა: ვაზი, კურკოვნები, კაკლოვნები, მარცვლეული, ბაღჩა-ბოსტნეული, კენკროვნები და სხვა.

კომპანიის ძირითადი მოტივია მომხმარებლების მიერ მიღებული ეფექტური შედეგები და ხანგრძლივი თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

„აგროსიმა“ დაარსების დღიდან ეტაპობრივად ვითარდება და განაგრძობს წინსვლას უმაღლესი ხარისხის პროდუქციის და კონსულტაციის შეთავაზებით ფერმერებისთვის.

კომპანიის მიზანია ევროპული სტანდარტების სრული გაზიარება და პრაქტიკაში რეალიზება, ფერმერებისთვის კულტურათა დაცვის ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგიების გაცნობა და საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა, ბიომეურნეობის ცნობიერების ამაღლება და დაინტერესება ფერმერებში.

აგროსიმა თქვენი საიმედო პარტნიორი! ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიამ „აგროსიმა“.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს www.agrosima.ge

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან, დამატებითი ინფორმაციისთვის ისარგებლეთ მოცემული საკონტაქტო ბმულით.

თქვენი რეკლამა