ხორბლის, ქერისა და სიმინდის წარმოება 2016-2021 წლებში (ათასი ტონა)
წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ხორბლის წარმოებამ 136.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 32.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ქერის წარმოება 28.4 პროცენტით გაიზარდა და 58.3 ათასი ტონა შეადგინა.
სიმინდის წარმოება 233.0 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 8.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. კარტოფილის წარმოება 12.7 პროცენტით გაიზარდა და 235.1 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2021 წლის განმავლობაში წარმოებულია 149.0 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 15.4 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია ერთწლიანი კულტურების წარმოება 2016-2021 წლებში.
საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები
2021 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით სიმინდის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა; გაიზარდა ხორბლის, ქერის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.7 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ – 2.1 ტონა/ ჰა, სიმინდის – 3.0 ტონა/ჰა, კარტოფილის – 14.3 ტონა/ჰა, ბოსტნეულის – 10.3 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 13.8 ტონა/ჰა, კიტრის 12.7 ტონა/ჰა, ხახვის 8.0 ტონა/ჰა, ნივრის 3.0 ტონა/ჰა, კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობამ კი შეადგინა 19.9 ტონა ერთ ჰექტარზე.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამებზე წარმოდგენილია ერთწლიანი კულტურების საშუალო მოსავლიანობა 2016-2021 წლებში.
ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები
წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 212.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.0 პროცენტით აღემატება. მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 64.3 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 147.8 ათასი ჰექტარი შეადგინა.
ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 79.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 50.6 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 28.1 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 16.4 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 11.9 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 11.5 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 14.2 ათას ჰექტარს შეადგენდა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობების სტრუქტურა კულტურების მიხედვით.
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური