მწყერი – კომბინირებული კვება – სადედე გუნდი, მოზარდი (ლაპი), მწყრის სუქება

მწყერი, კვება

სადედე გუნდი

სადედე გუნდს საკვებს აძლევენ დღეში ორჯერ 9 და 16 საათზე ერთ ფრთაზე 22-25  გრამის რაოდენობით მთელი წლის განმავლობაში. ერთი ფრთა მწყერის შესანახავად საჭიროა 8-9 კილოგრამი საკვები.

უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი რეცეპტით სადედე გუნდი შეიძლება ვკვებოთ კვერცხმდებლობის ბოლომდე.

სადედე გუნდისათვის გამოიყენება სრულფასოვანი კომბინირებული საკვები იხ. ცხრილი

Damzadeba_mwyeri_deda_00021

სარემონტო მოზარდის კვება

მწყრის წიწილის გამოზრდის დროს მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი მუდამ უზრუნველყოფილნი არიან საკვებით და წყლით. პირველი სამი კვირის ასაკში საკვებურის სიგრძე უნდა შეადგენდეს ერთ ფრთაზე 1,6 სმ და 3-8 კვირის ასაკში 2,2-2,7 სმ. პირველი კვირის განმავლობაში საკვებურის სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 2 სმ-ს.

მწყრის მოთხოვნილება საკვებზე ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით იხილეთ ცხრილი

Damzadeba_mwyeri_deda_00023

სიცოცხლის 1-2 დღეს წიწილას კვებავენ მოხარშული კვერცხით, რომელსაც აქუცმაცებენ და ურევენ ხორბლის ან ქერის ფაფას. ქათმის კვერცხის გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მწყრის გაუნაყოფიერებელი კვერცხი, რომელიც გამოწუნებულია ინკუბაციის დროს.

ერთდღიანი წიწილა შეიძლება ვკვებოთ შემდეგი სქემითაც: ქატო, კვერცხის გული დაქუცმაცებული, ახალი ბალახი, გახეხილი სტაფილო, ნარევს ცრიან საცერში, რომლის უჯრედების ზომა 3X3 მმ. შემდგომში მოზარდს კვებავენ ხორბლით, ხორბლის ბურღულით, წვრილი მატლებით.

შეიძლება გაკეთდეს შემდეგნაირი ნარევი: კვერცხის დაქუცმაცებულ ნაჭუჭს ემატება მოხარშული თევზი, ხორბლის ბურღული, დაქუცმაცებული ჭინჭარი, ბაბუაწვერა და სხვა ბალახეული. მეოთხე დღიდან კვერცხს გამოთიშავენ ულუფიდან და ზრდიან კონცენტრირებული საკვების მიცემას.

საკვების შეცვლის მეორე ვარიანტი – პირველ დღეს წიწილებს კვებავენ ქათმის ან მწყრის მაგრად მოხარშული კვერცხით, რომელიც ასრესილია ნაჭუჭთან ერთად.

მეორე დღეს მას უმატებენ 2 გრამის რაოდენობით ხაჭოს ერთ ფრათზე დღეში.

მესამე დღეს ულუფას უმატებენ ახლად მოთიბულ მწვანე ბალახს. მე-4 დღეს ულუფაში ამცირებენ კვერცხის რაოდენობას და ზრდიან ხაჭოს რაოდენობას.

8-28 დღის ასაკიდან წიწილების საკვებს წარმოადგენს სრულფასოვანი კომბინირებული საკვები, რომელიც განკუთვნილია ქათმის მოზარდისათვის, ხოლო 29-42 დღის სარემონტო მოზარდს კვებავენ ზრდასრული ქათმისათვის განკუთვნილი კომბინირებული საკვებით.

სიცოცხლის პირველ კვირაში მწყერს კვებავენ 5-ჯერ დღეში. მწყრისათვის განკუთვნილ წყალს პერიოდულად ემატება კალიუმის პერმანგანატის ხსნარი (1 ლ წყალზე 0,1 გ კალიუმპერმანგანატი). გამოზრდის პირველ კვირაში საკვების დანახარჯი შეადგენს 3-4 გ-ს, ხოლო ერთი თვის ასაკში 15-16 გ-ს ერთ ფრთაზე დღეში.

მწყრისათვის დამახასიათებელია ინტენსიური ზრდა, ისინი 3 თვის ასაკში თითქმის ამთავრებენ ზრდას.

იაპონური მწყრის საშუალო ცოცხალი მასა 10 დღის ასაკში უდრის 20-25 გ-ს, 20 დღის ასაკში 55-60 გ-ს, 30 დღის – 75-85 გ-ს. ორი თვის მანძილზე მწყრის ცოცხალი მასა იზრდება 20-ჯერ. მწყრის ზრდის დინამიკა მოცემულია ცხრილში.

Damzadeba_mwyeri_deda_00022

მწყრის სუქება

მწყრის სუქება – ასუქებენ ზედმეტ მამალებს და გამოწუნებულ დედლებს 30 დღის ასაკიდან კვერცხის მიღების შემდეგ. ხორცის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭიროა 3-4  კვირით ისინი დაყენებულ იქნენ სუქებაზე, ამ მიზნით მათ ათავსებენ დაბნელებულ შენობის გალიებში.

გალიებს აქვთ მთლიანი კედლები, საკვებურები და სარწყულებლები მოთავსებულია გალიის გარეთ. საკვებს და წყალს ფრინველი წვდება წვრილი სიგრძივი განაჭერიდან. გალია, რომელიც 35 ფრთა მწყერზეა გათვალისწინებული სიგანით არის 760 მმ, ხოლო სიმაღლით 350 მმ. გალიები შეიძლება განლაგებული იქნეს 2-6 იარუსად.

მწყერს კვებავენ ისე, როგორც მოზრდილ ფრინველს. ულუფაში შეიძლება გაიზარდოს ყვითელი სიმინდისა და საკვები ცხიმის რაოდენობა.

კარგი შედეგი მიიღება, როცა მწყრის სუქებას აწარმოებენ შემდეგი რეცეპტით: 80% ბროილერის საკვებს პლიუს 20% მოხარშული ბარდა. იაპონიაში მწყრის გასასუქებლად გამოიყენება მხოლოდ მარცვლოვანთა მარცვალი.

მწყრის გადაყვანა სასუქ ულუფაზე უნდა მოხდეს თანდათანობით 3-4 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მწყერი შეიძლება დაავადდეს ან დაიღუპოს. სუქება გრძელდება 3-4 კვირა.

მწყრის სუქების დროს დედლები და მამლები გალიებში ცალ-ცალკე არიან მოთავსებული. კარგად გასუქებულ მწყერს გულმკერდის არეში ეტყობა კანქვეშა ცხიმის შრე.

ორი თვის ასაკის მეკვერცხული მიმართულების მწყრის წონა საშუალოდ 110-130 გრამია, მეხორცულის 160-200 გრამი.

სახორცედ მწყრის გამოზრდისას, პირველ სამ კვირაში შენარჩუნებული უნდა იყოს სადღეღამისო განათება (25 ლუქსი). ამის შემდეგ დედლებისათვის გამოიყენება წყვეტილი განათება 1 საათის სინათლისა და 2 საათი სიბნელის რეჟიმით (5 ლუქსი), ხოლო141 მამლებისათვის სინათლიანი დღე შემცირებული უნდა იქნეს 8 საათამდე (განათებულობა 25 ლუქსი).

აქვე გთავაზობთ მწყრის კომბინირებული საკვების სამაგალითო შედგენილობის (%) ცხრილს
სტატიიდან: მწყრის კვება-სრულფასოვანი კომბინირებული კვების ნორმები

Damzadeba_mwyeri_deda_00024

ავტორები: დ. თოდუა, ა. ჭკუასელი, ა. ჩაგელიშვილი, ნ. მაისურაძე, მ. ცინცაძე  /კომბინირებული საკვების დამზადება და შენახვა/.

იხილეთ: მწყერი — სრულფასოვანი კომბინირებული კვების ნორმები

თქვენი რეკლამა