კეთილშობილი დაფნა (Laurus Nobilis L-Лавр благородный)-სამკურნალო მცენარეები

634 Views Comment Off

დაფნისებრთა ოჯახს ეკუთვნის. დაფნა დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთის რაიონების მცხოვრებთათვის კარგად ცნობილი მარადმწვანე, დაბალტანოვანი ხეა, კულტურაში კი უფრო ხშირად ბუჩქის სახითაა წარმოდგენილი. მისთვის ოპტიმალურ გარემო პირობებში სიმაღლით 18 მეტრამდეც კი აღწევს.

ღეროს ქერქი მუქი მოყავისფროა. ყლორტების ქერქები კი ჯერ მწვანეა, შემდგომ კი ისიც მოყვავისფრო ხდება. ვარჯი ხშირი შეფოთვლითა და უპირატესად პირამიდული გარეგნობით ხასიათდება. მოკლე ყუნწიანი ტყავისებრი კიდემთლიანი ფოთლები ყლორტებზე მორიგეობითაა განლაგებული, რომელთა სიგრძე 6-20 სმ ფარგლებში მერყეობს და სასიამოვნო სუნი აქვს.

ფოთლის ფირფიტა წაგრძელებული, ლანცეტა ან ელიფსურია შევიწროებული ფუძით. ზედა მხრიდან მუქმწვანე და მბრწყინავია, ქვემოდან კი შედარებით უფრო მკრთალი მწვანეა.

უპირატესად ყლორტების ბოლოებზე ფოთლების იღლიებში 1-3 ცალის რაოდენობით შეკრებილი ყვავილები ქოლგისებრ თანაყვავილედს ჰქმნიან. გვირგვინი მოთეთრო-ყვითელია. ქოლგები აყვავებამდე მომრგვალო საბურველშია გახვეული, რომელიც 4 ელიფსური ფორმის ქერქლისაგან შედგება. ორბინიანი მცენარეა, ძალიან იშვიათად ერთბინიანი. ყვავილები ერთქესიანია. მდედრობით ყვავილს 4 სტამინოდი უვითარდება, ყვავილსაჯდომში ოდნავ ჩამალული. ნასკვი კი ერთთესლკვირტიანია, ბუტკო მოკლესვეტიანი, დინგი ბლაგვია.

მომწვანო-შავი ფერის, კვერცხისებრი ან ელიფსური ფორმის ნაყოფი კურკიანაა, რომლის სიგრძეც 1,5-2 სმ აღწევს საკმაოდ გამსხვილებული კურკით. ორლებნიან თესლს ენდოსპერმი არ გააჩნია. 1000 ცალი თესლი 400-500 გრამს იწონის.

დაფნის სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები. კულტურას აშენებენ სამხრეთ და დასავლეთ ევროპის, ჩრდილო აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანაში.იგი კირით მდიდარ ნიადაგებზე იზრდება შავიზღვისპირეთსა და ყირიმში. ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირა რაიონებში.

კულინარიაში უმთავრესად ფოთოლი გამოიყენება, რომელიც 2-3,5 პროცენტ ეთერზეთს შეიცავს, რომლის საშუალო საჰექტარო მოსავალიც 4 ტონამდე აღწევს.

ხალხური მედიცინა დაფნის ნაყოფებს ფართოდ იყენებს, როგორც გარეგან საშუალებას, რევმატიზმის, დამბლის, გაციებით გამოწვეული დაავადებების და მუნის სამკურნალოდ. ყველა ამ დაავადებათა წინააღმდეგ ნაყოფის ზეთი გამოიყენება.

ketdafna_092523220202322

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB