სასუქი ჭინჭრის ხსნარისგან-დასუსტებული ხეხილისა და ბოსტნეულისთვის

487 Views Comment Off

ჭინჭრისგან შეიძლება მოვამზადოთ სასუქი. ამისათვის საჭიროა მოვკრიფოთ 1 კგ. ჭინჭრის ფოთოლი აყვავებამდე. შემდეგ, მოკრეფილი ფოთოლი უნდა დავჭრათ წვრილად და მოვათავსოთ ხის ან პლასტმასის კასრში და დავასხათ იმ რაოდენობის წყალი, რომ ჭინჭრის ფოთოლი დაიფაროს.

წყლის დონე კასრის ზედაპირიდან 20-25 სმ-ით ქვემოთ უნდა იყოს, შემდგომში დუღილის შედეგად კასრიდან ხსნარი რომ არ გადმოვიდეს.

გარემო სითბოს შედეგად ნარევი დაიწყებს დუღილს. დუღილის დროს საჭიროა დღეში 2-3-ჯერ მოვურიოთ ხის ჯოხით, ნარევიდან გაზები გამოყოფის მიზნით.

ჭინჭრის ნარევი გამოყოფს უსიამოვნო სუნს, რისთვისაც მასში აწვეთებენ რამდენიმე წვეთ ვალერიანის გამონაწურს. ორი კვირის შემდეგ, ნარევი წყვეტს დუღილს, რის შემდეგაც ამ მას აზავებენ წყალში (პროპორციით 1/5).

ამ ხსნარით თბილ ამინდში საღამოთი, ხოლო გრილ ამინდში დილით რწყავენ მცენარის მხოლოდ ძირებს ისე, რომ მან ფესვებამდე ჩააღწიოს.

ეს ხსნარი გამოიყენება დასუსტებული მცენარის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საუკეთესოა პამიდვრისთვის, კიტრისთვის, კომბოსტოსთვის, ნიახურისთვის და სხვა ბოსტნეულისთვის.

ამ სასუქის გამოყენება არ შეიძლება პარკოსნებისა და ხახვისთვის.

მორწყვიდან 4-5 დღის შემდეგ, მცენარის ფოთლები მუქ მწვანე ფერს მიიღებს და ნაყოფიც სწრაფად გაიზრდება.

წყარო: გურიაnews
agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
236 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB