ბაღის ტიპები მეხილეობაში და მათი მახასიათებლები

4253 Views Comment Off

ხეხილის თანამედროვე ბაღები ხშირი პატარა ნარგავებისგან შედგება. თანამედროვე ბაღებში ხილის მოყვანისას, ერთ ჰექტრზე  სტანდარტული 200-300 ძირი ხის ნაცვლად ირგვება 2000-5000 ძირი. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა როდესაც დაიწყეს ჯუჯა (ნაგალა) საძირეების გამოყენება.

ინტენსიური მებაღეობის ტექნოლოგიების გამოყენება ვაშლის ბაღებში დაიწყო. მოგვიანებით კი გავრცელდა სხვა ხილის სახეობებზეც როგორიცაა მსხალი, ბალი, ქლიავი და ა.შ. დღეს ევროპასა და აშშ-ში, ახალ ზელანდიასა და ჩილეში და ხეხილის კულტივირების სხვა მნიშვნელოვან რეგიონებში ყველა ახლად გაშენებული ხეხილის ბაღები ინტენსიური ბაღებია.

მეხილეობაში ხეხილის ბაღის გაშენების სხვადასხვა ტიპი არსებობა ესენია:

ა) სტანდარტული ტიპის ბაღი;
ბ) ნახევრად ინტენსიური ბაღი;
გ) ინტენსიური ბაღი;
დ) სუპერ ინტენსიური ბაღი.

მოკლედ მიმოვიხილოთ თვითეული მათგანი:

სტანდარტული ტიპის ბაღი:

სწორედ ამ ტიპის ბაღებია გაშენებული ძირითადად საქართველოში.

ბაღი შენდება ძლიერ საძირეზე დამყნილი ნამყენი ნერგისაგან, მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე არ აღემატება 250-300 ძირს. ხეხილის ნარგაობა მსხმოიარობაში შედის გვიან, დარგვიდან მეშვიდე-მერვე წელს, ხოლო კურკოვანი ხეხილი მეოთხე-მეხუთე წელს.

სტანდარტული ტიპის ბაღის ფორმირების გავრცელებული ტიპი ჯამისებრია ან ლიდერული. ხეების სიმაღლე აღწევს 5-8 მეტრს. ასეთი ტიპის ბაღებში  აგროღონისძიებების გატარება რთულია, მაღალი სიმაღლის გამო,  ძნელია მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება, გასხვლა, მოსავლის აღება. აქედან გამომდინარე ადგილი აქვს დიდი რაოდენობით დანაკარგებს, ყველაფერი ეს  საბოლოოდ  უარყოფითად აისახება სტანდატრული ტიპის ბაღების  რენტაბელურობაში.

ამ ტიპი ბაღების ნაყოფიერება 35-40 წელია. ამგვარი ბაღების გაშენება მსოფლიოში ხდებოდა გასული საუკუნის 50-60-იან წლებამდე. ამჟამად ისინი მსოფლიოში გვხდება მხოლოდ კურკოვანი ხეხილის შემთხვევაში.

standart_garden_029233292924267302

ნახევრად ინტენსიური ბაღი:

ბაღი შენდება საშუალო სიძლიერის საძირეზე დამყნილი ნამყენი ნერგისაგან. მცენარეთა რაოდენობა  აღწევს 700-800 ხე/ჰა-ზე. თესლოვანი ხეხილი მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-4-5 ე წელს. ამ ტიპის ნარგაობის ხეების სიმაღლე აღწევს 3,-3,5 მეტრს. ექსპლოატაციის პერიოდი ხანგრძლივია 20-25 წელი.

არ მოითხოვს საყრდენი სისტემის მოწყობას რეკომენდირებულია წეთოვანი მორწყვის გამოყენება. ასეთი ტიპის ბაღები მსოფლიოში გავრცელებული იყო 70-80-იან წლებამდე, ამჟამად ასეთი ტიპის ნარგაობა წარმატებით გამოიყენება კურკოვანი კულტურების წარმოებისათვის, ხოლო ნაკლებად გამოიყენება თესლოვანი კულტურების წარმოებაში.

halft_intensive_0399993330335373021

ინტენსიური ტიპის ბაღი:

ინტენსიური ტიპის ბაღი, მსოფლიოში ყელაზე მეტად გავრცელებული ტიპის ბაღია თესლოვანი და კურკოვანი კულტურებისათვის. იგი შენდება მხოლოდ ნაგალა საძირეზე დამყნილი ნამყენი ნერგისაგან.

ამ ტიპის ბაღში ხეხილის რაოდენობა ჰექტარზე შეადგენს 1500-3000 ძირს. ბაღი შენდება კარგად განვითარებული ერთწლიანი ან ორწლიანი ფორმირებულვარჯიანი ნერგით მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-2-3 წელს.

ხეების საშუალო სიმაღლე აღწევს 2-2,5 მეტრს, ექსპლოატაციის პერიოდი მოკლეა 10-15 წელი. აუცილებელია საყრდენი სისტემების მოწყობა, რადგან მცენარეებს აქვთ ნიადაგთან ნაკლები მოჭიდება, გვალვის მიმართ მგძნობიარეა და ამიტომ მონტაჟდება წვეთოვანი მორწყვის სისტემა.

ბოლო პერიოდში საქართველოშიც დაიწყო ამ ტიპის ბაღების გაშენება, მათ შორის პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში.

intensive_gardner_555044545703

სუპერინტენსიური ტიპის ბაღი:

გამოიყენება ძირითადად თესლოვანი კულტურებისათის. ბაღი შენდება მხოლოდ ნაგალა (სუსტად მზარდ) საძირეზე დამყნილი ნამყენი ნერგისაგან.

მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე აღწევს 3500-7000 ძირს. ბაღი შენდება კარგად განვითარებული ერთწლიანი და ორწლიანი ფორმირებულვარჯიანი ნერგით.

მსხმოიარობაში შედის დარგვიდან პირველ ან მეორე წელს. ფორმირების გავრცელებული ტიპია შპინდელი, ან სლენდერ-შპინდელი. ხეების საშუალო სიმაღლე აღწევს 1,5-2,5 მეტრს.  გამოიყენება ძირითადად ახალი ჯიშების მოსავლის სწრაფად მისაღებად, თუმცა დარგვიდან მე-7-8 წელს თავს იჩენს განათების შემცირება  ბაღში, რაც პროდუქტიულობის შემცირებას იწვეს.

ინტენსიური მებაღეობის უპირატესობები

intensive_upitatr_77734903934302

ა) ადრეული მოსავალი

ბიოლოგიურად, საძირის გავლენის გამო, ჯუჯა ხეები უფრო მეტად ადრეულ მოსავლიანია და ნაყოფს რიგ შემთხვევებში იღებს პირველივე წელს. ნარგავები მესამე-მეოთხე წელს უკვე აღწევს მაღალ მოსავლიანობას.

ბ) მარტივი გასხვლა და ხის ვარჯის ფორმირება

ნაგალა საძირის ეფექტი არა მხოლოდ ხის მცირე ზომაა, არამედ ვეგეტატიურსა და გენერაციულ ზრდას შორის ფარდობის ცვლილებასაც გულისხმობს. შეშის ნაცვლად ნაგალა ხეები იძლევა ნაყოფს. თუ ნაყოფის მიღებულ მოსავალს შევადარებთ გასხლულ ყლორტებს, ფარდობა ნაყოფის სასარგებლოდ შეადგენს 70%-ი 30%-ზეა.

გ) მწერებისა და დაავადებათა უფრო ეფექტიანი კონტროლი

მწერებისა და დაავადებათა სათანადო კონტროლი ნებისმიერი მებაღის ძირითადი ამოცანაა. ხის თხელი და ვიწრო ვარჯი საშუალებას იძლევა, რომ მცენარეთა დაცვის საშუალება მოხვდეს ყველა ფოთოლსა და ნაყოფს თანაბრად და შემცირდეს მათი გავრცელების არე.

დ) მოსავლის მარტივი აღება

ნაგალა ხეებისა და ნაყოფის თანაბარი ხარისხის გამო,  მოსავლიანობის პერიოდში ერთი მუშა ინტენსიურ ბაღში კრეფს 1200-1500 კგ ვაშლს დღეში (მიწის სიმაღლიდან), ხოლო ექსტენსიურ ბაღში კი — მხოლოდ 500-600 კგ-ს, სადაც მას სჭირდება მაღალი და საშიში კიბე.

ე) ინვესტიციის ადრეული ამოგება

უკვე განსაზღვრულია, რომ ნიადაგის მომზადებაში, სანერგე მასალაში, ხეების დარგვაში, მწერებისა და დაავადების კონტროლში, საყრდენის სისტემასა და ღობეებში ჩადებული ინვესტიციიდან შემოსავალი დამოკიდებულია ხეხილის ბაღის ტიპზე. ადრეული და მაღალი ხარისხის ნაყოფის ჭარბმოსავლიანობის გამო, ჰექტარზე 3000 ხიანი, ინტენსიურ ბაღზე დახარჯული ინვესტიციის ამოღება ორჯერ უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე სტანდარტული ტიპის ბაღის შემთხვევაში.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1331 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB