უკრაინელი ფერმერები თხის რძისგან საპონს აწარმოებენ

296 Views

უკრაინაში თხის რძის და მისგან ნაწარმოები პროდუქტების გაყიდვა, ყველაზე მომგებიანი კიევშია. შემოსავალი არა მხოლოდ თხის რძისგან ამოყვანილ ყველს მოაქვს, არამედ ხელით ნაწარმოებ საპონსაც.

ამის შესახებ განაცხადა ცნობილი უკრაინული ფერმის „ბაბინის თხების“ მფლობელმა – ალექსანდრ ბაბინმა.

კიევში 1 ლიტრი თხის რძე, შეგიძლიათ საშუალოდ 30-40 გრინვად (1.2 – 1.6 $) გაყიდოთ, თხის ყველს ფერმა „ბაბინის თხები“ 350 გრინვად (14 $) ყიდის, ხოლო მცირე ზომის საპონი 35 გრინვა (1.4$) ღირს.

ფერმაში არის საკუთარი საპნის მანუფაქტურა, სადაც 30 სახეობის საპონი იწარმოება, მათ შორის პიტნით, ლიმონით და სხვა მინარევებით. საპნის წარმოების ძირითადი ნედლეული თხის რძე და კარაქია. პროდუქცია მზადდება ხელით.

ალექსანდრ ბაბინის თქმით, თხის რძის საპონი საკმაოდ სასარგებლო, მოთხოვნადი და მომგებიანი პროდუქტია.

ქართველო მწარმოებლებო ჩვენი აზრით საინტერესო იდეაა!

129Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB