ციტრუსის ჩაბარება აქტიურად მიმდინარეობს

161 Views

ბოლო მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 3,069 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული იყო 911 ტონა.

წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა.

ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (1,645.5 ტ) და უკრაინა (1,137.2 ტ), ასევე ლატვია (39.9 ტ), სომხეთი (210.3 ტ), ყირგიზეთი (20.9 ტ), ყაზახეთი (15.0 ტ).

მანდარინზე საბითუმო ფასი 0.50-დან 0.80 ლარამდეა.

აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, ფუნქციონირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ცხელი ხაზიც (1501).

25 ნოემბრიდან დაიწყება არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება.

43Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB