წითელ წიგნში შეტანილი პონტოს მუხის-გადარჩენა დაიწყო

146 Views Comment Off

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილეებსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ირაკლი კუჭავასათან ერთად, სამხარეო ადმინისტრაციაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF ) კავკასიის ოფისისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. დაინტერესებულ მხარეებს შორის შეხვედრა პონტოს მუხის (Quersus pontica) დაცული ტერიტორიის შექმნის შესაძლო გზების განხილვის მიზნით გაიმართა.

WWF კავკასიის პროგრამის ოფისის მიმდინარე აქტივობა მოიცავს,პონტოს მუხის დაცული ტერიტორიის შექმნის ხელშეწყობას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. პონტოს მუხა, როგორც მესამეული რელიქტი სახეობა, შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები კონცენტრირებულია შედარებით დიდ ფართობზე (დაახლოებით 500 ჰა) არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში; აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყის რესურსებით არამდგრადი სარგებლობის შედეგად საფრთხე ექმნება პონტოს მუხის ეკოსისტემას და შესაბამისად, აუცილებლობას წარმოადგენს მუხის ამ უნიკალური კორომებისათვის დაცული ტერიტორიების სტატუსის მინიჭება.

განხილვაში მონაწილეობას იღებდა აჭარაში კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) კოორდინატორი ირაკლი მიქელაძე.

პრეზენტაციას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის დირექტორის მოადგილე ნუგზარ ზაზანაშვილი,თუშეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციის წარმომადგენელი ანზორ გოგოთიძე, გურიის სატყეო სამსახურის უფროსი კახაბერ ღლონტი და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.

საქართველოს სატყეო პორტალი

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
299 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3678 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB