თხილის გადამამუშავებელმა საწარმომ ISO სერთიფიკატი მიიღო

112 Views Comment Off

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი თხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს „ჯეოდემო“ შეიქმნა 2015 წელს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ფინანასური დახმარების პროგრამის ხელშეწყობით.

კომპანია ყიდულობს თხილს 2000-ზე მეტი ადგილობრივი ფერმერისგან, ყავს დასაქმებული 90 ადამიანი და წლიურად აწარმოებს 550 ტ. დაკალიბრებული თხილის გულს, რაც 100%-ით არის განკუთვნილი საექსპორტო ბაზრისთვის.

2016 წლის ოქტომბერში, ბრიტანულმა კომპანიამ „Lloyd’s Register Assurance Quality“ შპს „ჯეოდემოს“ მიანიჭა ISO 22000:2005 სერთიფიკატი.

ეს შესაძლებელი გახდა USAID/REAP-ის და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს USAID/REAP-ის და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით და თანადაფინანსებით (50% — USAID/REAP, 30% — სააგენტო და 20%- კომპანია) ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების და სტანდარტების დანერგვას.

მოსალოდნელია, რომ სერტიფიცირების შედეგად შპს „ჯეოდემო“ შეძლებს გაყიდოს პროდუქცია, მინიმუმ 20 ცენტით (ცენტი/კგ) უფრო მაღალ ფასად და დაამყაროს ბიზნეს-კონტაქტები უფრო მეტ უცხოელ მყიდველთან.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2381 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1450 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB