სურსათზე გლობალური ფასები ნოემბერში უმნიშვნელოდ შემცირდა

167 Views Comment Off

მარცვლეულის წარმოების ზრდამ ნოემბერში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის შემცირება განაპირობა.

გუშინ გამოქვეყნებული FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის მიხედვით, სურსათზე გლობალური ფასები ნოემბერში უმნიშვნელოდ შემცირდა. მცენარეულ ზეთზე და შაქარზე ფასების ზრდა, რძის პროდუქტებზე ფასების შემცირებით დაკომპენსირდა.

ფასების ინდექმა ნოემბერში 175,8 პუნქტი შეადგინა, რაც 0,5 %-ით ნაკლებია წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებლზე, თუმცა 2,3%-ით მეტი — გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

FAO-მ ასევე გადახედა მარცვლეულის გამოშვების პროგნოზებს.  განახლებული მონაცემებით, მიმდინარე წელს მოსალოდნელია მსოფლიო ბაზარზე მარცვლეულის მიწოდების გაზრდა 3 331 მილიონ ტონამდე, რაც ყველა დროის რეკორდი იქნება.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი ასახავს საერთაშორისო ფასების  ყოველთვიურ ცვლილებებს სამომხმარებლო კალათის ხუთ ძირითად პროდუქტზე (მარცვლეული, შაქარი, მცენარეული ზეთი, ხორცი და რძის პროდუქტები).

ნოემბერში სურსათის ფასების ინდექსის შემცირება განაპირობა რძის პროდუქტების ფასების ინდექსის  4,9 %-იანმა  ვარდნამ, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო კარაქის, ყველის, და  რძის ფხვნილის (მოუხდელი და უცხიმო)  ფასების შემცირებით.

რძის პროდუქტებისგან განსხვავებით, შაქრის ფასების ინდექსი გაიზარდა  —  4,5 %-ით.   ზრდა ძირითადად განაპირობა მსოფლიო ბაზარზე ბრაზილიური ექსპორტის შემცირებამ. ამასთანავე, ნავთობზე ფასების დასტაბილურებამ გააჩინა მოლოდინი, რომ შაქრის ინდუსტრიის რესურსები უფრო ინტენსიურად მიემართება ეთანოლის წარმოებაში.

FAO-ს  მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი 1,2 %-ით გაიზარდა რაც გამოწვეული იყო სოიოს ზეთზე ფასების ზრდით. ამავე დროს, პალმის ზეთის ფასები შემცირდა, მარაგების მოსალოდნელზე მაღალი მაჩვენებლის გამო მალაიზიაში.

ხორცის ფასების ინდექსი საერთო ჯამში უცვლელი დარჩა, ვინაიდან საქონლის ხორცზე ფასების ზრდა ღორის ხორცზე ფასების კლებამ დააკომპენსირა.

FAO-ს  მარცვლეულის ფასების ინდექსი ნოემბერში უმნიშვნელოდ გაიზარდა, რაც განაპირობა ბრინჯის მსოფლიო ფასების ზრდამ 1,1%-ით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქლოროფიტუმი საუკეთესო მცენარეა ოთახში ჰაერის გასაწმენდად
522 Views

ქლოროფიტუმი (ლათ. Chlorophytum, ინგ. Spider plant) საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მისი მოვლა მოყვარულ მებაღესაც არ გაუჭირდება, ამასთან ის საუკეთესოა ოთახში ჰაერის გაწმენდის თვალსაზრისით. მეცნიერები ოთახში ჰაერის გასაწმენდად სხადასხვა ცდებს და კვლევებს ატარებდნენ. მაგ. სპეციალურ კამერაში (მცირე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ხეშავი (Rhamnus cathartica) — სამკურნალო მცენარე
1376 Views

ხეშავი ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB