სოფლის მეურნეობის ფორუმი ,,მწვანე კვირეულის“ ფარგლებში

28 Views

საერთაშორისო გამოფენის ,,მწვანე კვირეულის“ ფარგლებში, ქალაქ ბერლინში სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის, კრისტიან შმიდტის ინიციატივით ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას 60 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრება.

მიმდინარე წელს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ფორუმის მთავარი თემა სოფლის მეურნეობა და წყლის რესურსების სწორი გამოყენება იყო.

გლობალური ფორუმის მონაწილეებმა წყლის, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსის სწორ გამოყენებაზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. როგორც ფორუმზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობაში წყლის რესურსის გამოყენება გონივრულად მოხდეს.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა სამუშაო სესიები, სადაც რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით წყლის რესურსებზე წვდომაზე და ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

ფორუმის დასასრულს მონაწილეებმა მიიღეს კომუნიკე, რომელიც წყლის რესურსების სწორი გამოყენებით სოფლის მეურნეობის ეფექტიან და მდგრად განვითარებას ეხება.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB