სემინარი საზამთროს სათესლე მასალის შესახებ

100 Views

კახეთში, სასტუმრო „რები გურჯაანში“ გაიმართა სემინარი საზამთროს სათესლე მასალის და მისი მოყვანის ტექნოლოგიის შესახებ.

სემინარს უძღვებოდა Bayer-ის შვილობილი ჰოლანდიური კომპანიის Nunhems-ის სპეციალისტი, ღონისძიება მიზნად ისახავდა „აგროსფეროს“ თანამშრომელთა ტრეინინგს და ცოდნის გაღრმავებას, სემინარს ასევე ესწრებოდნენ ამ საკითხით დაინტერესებული ადგილობრივი ფერმერები.

„ნუნემსი“ ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების სათესლე მასალის მწარმოებელი მსოფლიოში ერთერთი უდიდესი და საუკუნოვანი ისტორიის მქონე კომპანიაა, საქართველოში ფართოდ გავრცელებულია მისი პროდუქცია.

სემინარი ეხებოდა „ნუნემსის“ ყველაზე პოპულარულ საზამთროს ჯიშებს, ტამერლანს და ტალისმანს.

ტალისმანი:

  • მსხვილნაყოფიანი საადრეო მაღალმოსავლიანი ჰიბრიდი;
  • დამწიფების ადრეული ვადები (62-65 დღე);
  • მრგვალი ძალიან ერთგვაროვანი ფორმის ნაყოფი მიმზიდველი მუქი ზოლებით წონით 12-15 კგ (პოტენციალი 15-18 კგ დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე);
  • მკვრივი, წვნიანი, მკვეთრი წითელი რბილობი მაღალი გემური თვისებებით;
  • ძლიერი მცენარე, ძლიერი ფესვთა სისტემით და კარგი ფოთლის საფარით იცავს ნაყოფებს მზის დამწვრობისაგან;
  • მსხვილი ზომის სათესლე მასალა, მოყვანის ოპტიმალური გადაწყვეტა როგორც ჩითილისათვის ისე პირდაპირი თესვით გრუნტში;
  • მაღალმედეგია ფუზარიოზული ჭკნობისადმი 0,1.

ტამერლანი:

  • მსხვილნაყოფიანი, საშუალოდ-საგვიანო, მაღალმოსავლიანი ჰიბრიდი;
  • დამწიფების საშუალლოდ-საგვიანო ვადები (70-75 დღე);
  • მრგავლი, ოდნავ ოვალური, ერთგვაროვანი ნაყოფი, მუქი მწვანე ზოლებით.;
  • წონით 12-14 კგ. პოტენციალი (18-20)კგ დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე;
  • მკვრივი, წვნიანი, მუქი წითელი რბილობი, მაღალი გემური თვისებებით;
  • ძლიერი მცენარე, ძლიერი ფესვთა სისტემით და კარგი ფოთლის საფარით;
  • დიდი ზომის, მაღალმოსავლიანი ჰიბრიდი, ჯანმრთელი და ენერგიული მცენარე შესანიშნავად ეგუება მაღლი ტემპერატურის პირობებს;
  • მაღალმედეგია ფუზარიოზული ჭკნობისადმი 0,1

სათესლე მასალი შესაძენად ან დამატებითი კითხვებისთვის გადადით ბმულზე: WWW.AGROSPHERE.GE

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
550 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB