სასურსათო საქონლის გლობალურმა ფასებმა მაისში მოიმატა

34 Views

რძის პროდუქტების ფასებმა მაისში FAO-ს სურსათის ფასების ინდექსის ზრდა განაპირობა.

სასურსათო საქონლის გლობალურმა ფასებმა მაისში მოიმატა, რაც რძის პროდუქტებზე ფასების ნახტომისებურმა ზრდამ განაპირობა. FAO-ს ფასების ინდექსმა მაისში 176.2 ქულა შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელს 1.2%-ით აღემატება.

სურსათის ფასების ინდექსი ძირითადად სასურსათო პროდუქტებზე ფასების  ყოველთვიურ ცვლილებებს ასახავს. მაისში ინდექსზე მარცვლოვანებისა და რძის პროდუქტების ზრდამ იმოქმედა, რაც შაქარზე და მცენარეულ ზეთზე ფასების შემცირებამ ვერ დააკომპენსირა.

რძის პროდუქტების ფასების ინდექსი მაისში წინა თვესთან შედარებით  5.5%-ით გაიზარდა და  გასული წლის შესაბამის  მაჩვენებელს 11.5%-ით გადააჭარბა. ახალი ზელანდიიდან მიწოდების შეფერხება ზრდის მთავარი ფაქტორი იყო.

მარცვლეულის ფასები აპრილის თვესთან შედარებით 2.4 %-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის იანვრის შემდეგ. ხორბლის ფასების ზრდა ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში წარმოების უარყოფითმა მოლოდინებმა  განაპირობა.

ამავე დროს, სამხრეთ აფრიკაში მოსავლიანობის პროგნოზის გაუარსებამ საფურაჟე მარცვლეულის ფასების ზრდას შეუწყო ხელი.

ბრინჯის გლობალური ფასები ასევე სტაბილურად მზარდი იყო, რაზეც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მაღალი მოთხოვნა ზემოქმედებდა.

მცენარეული ზეთის ფასების ინდექსი 2.6%-ით შემცირდა. ვარდნა შეეხო პალმის, სოიოს და მსეზუმზირის ზეთის ფასებსაც, რაც ძირითადად გლობალური მარაგების მაღალი მაჩვენებლებით იყო გამოწვეული.

ხორცის ფასების ინდექსი უმნიშვნელოდ დაეცა, ხოლო შაქრის გლობალური ფასები უკვე მეექვსე თვეა მცირდება. მაისში შაქრის ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით შემცირდა, რაც ბრაზილიაში, შაქრის  უმსხვილეს მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანაში, მაღალი მოსავლიანობის მოლოდინებს უკავშირდება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1257 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3473 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB