საქპატენტში ბოსტნეულის ახალი ჯიშები დარეგისტრირდა

144 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში (საქპატენტი) ბოსტნეულის ახალი ჯიშები დაარეგისტრირა.

თავიანი ხახვის ჯიში ,,საშემოდგომო’’, ნივრის ჯიში ,,ხანდო’’ და კარტოფილის ჯიში ,,დიკო’’ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს.

რეგისტრირებულმა  ახალმა  ჯიშებმა წინასწარი საწარმოო გამოცდა 2014-2016 წლებში კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზებზე გაიარა.

თავიანი ხახვის ჯიში ,,საშემოდგომო’’ — მოსავლიანობა 39,6 ტ/ჰა; ნახევრად ცხარე, მომრგვალო-მობრტყო ფორმის 180 გრამიან ბოლქვს ივითარებს.

მისი გამოყენება შეიძლება ადრე გაზაფხულზე მწვანილის და ბოლქვად საადრეო მოსავლის სახით. გასავრცელებლად რეკომენდირებულია  აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, ზღვის დონიდან 460 მ სიმაღლეზე.

ნივრის ჯიში ,,ხანდო’’ —  მოსავლიანობა 12-14 ტ/ჰა; ივითარებს მსხვილ, მკვრივ, 6-7 კბილიან, მომრგვალო-მობრტყო ფორმის 67,7 გრამიან ბოლქვს.

აღნიშნული ჯიში საშუალო-საგვიანოა და გამორჩევის მეთოდით არის მიღებული. გასავრცელებლად რეკომენდირებულია  აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე და დასავლეთ საქართველოში (აჭარა, ონი, ამბროლაური).

კარტოფილის ჯიში ,,დიკო’’ — მოსავლიანობა 20-22 ტ/ჰა,  ერთ ძირზე ივითარებს საშუალოდ 9-10 ცალ, 150-220 გრამიან ოვალურ-წაგრძელებულ, თხელ მოყვითელო კანიან, კარგი გემური თვისებების და მყარი კონსისტენციის  ტუბერებს.

აღნიშნული ჯიში საშუალო-საგვიანოა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრიდან მიღებული ინვიტრო სელექციური მასალიდან არის გამორჩეული. გასავრცელებლად რეკომენდირებულია  სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისათვის, კერძოდ მესხეთისა და ქვემო ქართლის ზონებისათვის.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1288 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3601 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB