საქართველოში ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

55 Views Comment Off

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით საგამოფენო ცენტრი ექსპოჯორჯია, 2017 წლის 2-3 ივნისს, თბილისში პირველად ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა „BUYBRAND Transcaucasia“-ს უმასპინძლებს.

ღონისძიება იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენა საშუალო და მცირე ბიზნესისთვის კავკასიის რეგიონში. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-ზე მეტი ბრენდი მათ შორის: Shokoladnitsa, Baskin Robbins, Coffee House, Shikari, Il Patio, Papa John’s, ფიტნეს-ცენტრების ქსელი FIT powered by X-BODY, Fit’n’Go, სამედიცინო ლაბორატორიული ქსელი INVITRO და Gemotest, საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Best Western Hotels & Resorts და მრავალი სხვა.

ამასთანავე აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილებული იქნება კავკასიის რეგიონში, განსაკუთრებით კი საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდაზე. ამასთანავე,  მკაფიოდ  წარმოდგენილი იქნება ფრენჩაიზინგის კონცეფციის თემატიკა HORECA სისტემაში, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, კაფეებს, რესტორნებს, სწრაფი კვების ქსელებს, ასევე მომსახურების სფეროს პროექტებს.

მნიშვნელოვანია, რომ ორდღიან გამოფენასთან ერთად საქართველოში გაიმართება ბიზნეს-ფორუმი, სადაც სიტყვით გამოვლენ მსოფლიო ფრენჩაიზინგის წამყვანი კომპანიების პირველი პირები, ფრენჩაიზინგის სფეროს ექსპერტები და კონსულტანტები.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიღრმავონ ცოდნა მათ მიერ შერჩეული ფრენჩაიზინგის საკითხებზე, გაიგონ მეტი ლეგალური პარტნიორობის რეგისტრაციის საკითებზე და შეისწავლონ ფრენჩაიზინგის დადებითი მხარეები ეკონომიკის განვითარების ასპექტებში.

გამოფენაში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია ექსპო ჯორჯიას პავილიონის შესასვლელში, ხოლო დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ნებსიმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს „BUYBRAND Transcaucasia“-ს ოფიციალურ ვებ-გვერდს, მისამართზე: http://www.buybrandexpo.com/en/tbilisi/

ჩვენი ინფორმაციით ბილეთის ფასი (ორი დღე) 70 ლარია.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
274 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6027 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB