საქართველოში კომბინირებული საკვების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

179 Views

პროექტ „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში, ქართულმა კომპანიამ „ნუტრიმაქსი“ ევროპული დონის, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიურ კომბინირებული საკვების საწარმოს გახსნა.

საწარმოს მშენებლობა თბილისში, ფონიჭალის ზემო დასახლება, ღოღობერიძის ქ.№67-ში მდებარე 30400 კვ.მ მიწის ფართობზე მიმდინარეობდა.

ინვესტიცია

  • კომპანიამ ევროპული ტიპის საწარმოს მშენებლობისთვის, 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

შესაძლებლობები

  • საწარმოს წლიური წარმადობა დაახლოებით 50 000 ტონა ცხოველის, ფრინველის და თევზის საკვები იქნება.

პროექტის შემსრულებელი

  • ქარხნის პროექტის შემსრულებელია ჰოლანდიური კომპანია FEEDTECH-ი, რომელსაც „ნუტრიმაქსი“-ს პარტნიორ ჰოლანდიურ კომპანია Trouw Nutrition-თან ერთად, განხორციელებული აქვს უამრავი მსგავსი პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ხარისხის კონტროლი

  • პროექტი ხორციელდება მსოფლიო ლიდერი, ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელი კომპანიის Trouw Nutrition-ის აქტიური ჩართულობით და კონსულტაციებით.
  • Know-How ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია Trouw Nutrition -ი, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას და მონაწილეობას მიიღებს-ქარხნის და წარმოების მართვის საკითხებში, რაც უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების დანერგვასა და მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას.

კომპანია „ნუტრიმაქსი“ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და მუდმივად ვითარდება. ეს არის კომპანია, რომელიც ფერმერებს უზრუნველყოფს ფრინველის და ცხოველის მაღალი ხარისხის საკვებით და საკვებ-დანამატებით.

პროდუქცია იყიდება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ამასთან, რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია-„ნუტრიმაქსი“ ითავსებს პასუხისმგებლობას, კონსულტაცია გაუწიოს ფერმერებს სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, გადაამზადოს ახალგაზრდები, თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოს ბაზარი და ა.შ.

„ჩვენ ვთავაზობთ ფერმერებს როგორც მზა საკვებს, ასევე საუკეთესო ხარისხის პრემიქსებსა და კონცენტრატებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფრინველებისა და ცხოველების ეფექტური გაზრდისათვის, მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა მიიღონ უფასო კონსულტაციები საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს ახლო კონტაქტი იქონიოს იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც ვეტერინარული ან ზოოტექნიკური განხრით იძენენ ცოდნას და ვეხმარებით მათ, რომ მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია“-აცხადებენ კომპანიაში.

აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ კომპანია „ნუტრიმაქსი“, ჩვენი გაზეთის „აგროკავკასიის“ მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს, რისთვის დიდ მადლობას ვუხდით მას.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1288 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3600 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB