საქართველოს ევროპის მეწარმეთა ქსელში (Enterprise Europe Network – EEN)

42 Views Comment Off

მეწარმეობის განვითარების სააგენტომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ევროპის მეწარმეთა ქსელში (Enterprise Europe Network – EEN) ჩართვის თაობაზე ღონისძიება გამართა.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო, როგორც კონსორციუმის წამყვანი უწყება პასუხისმგებელია საქართველოში კონკრეტული, ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე, ხოლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საკუთარი პროფილის შესაბამის საქმიანობებს გაუწევს ორგანიზებას.

ხსენებული ქსელი ბიზნეს თანამშრომლობის ცენტრების მეშვეობით ხელს უწყობს კომპანიების:

  • 500 მილიონიანი მომხმარებლით დაკომპლექტებულ სიცოცხლისუნარიან ბაზარზე წვდომას
  • ტექნოლოგიების გაცვლის საშუალებით პროდუქციის ხარისხის ამაღლებასა და კონკურენტუნარიანობისგაზრდას
  • თავსებადი ევროპელი პარტნიორების მოძიებას
  • ევროპის მასშტაბით ახალ საწარმოო არხებთან წვდომის გაუმჯობესებას

EEN წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ემსახურება ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთა შორის კონკრეტული ბიზნეს შემოთავაზებების ურთიერთგაცვლასა და კავშირების დამყარებას. EEN ქართული კომპანიებისთვის ახალ შესაძლებლობებსქმნის  ევროკავშირის ბაზარზე ფართოდ გაავრცელონ საკუთარი ბიზნეს წინადადებები და მოიზიდონ შესაბამისი პარტნიორები.

აღნიშნული ქსელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, ბიზნესისა და ინოვაციების ხელშემწყობი ორგანოა, რომელიც 54 ქვეყანაში 600 პარტნიორ ორგანიზაციასა და მეწარმეთა მომსახურების ფართო სპექტრსაერთიანებს, ამასთანავე, ევროკავშირის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და კერძო სექტორისგანვითარებასა და დასაქმების ზრდისკენაა მიმართული.

ყველაფერთან ერთად, ცენტრალური ქსელის საერთო ინფორმაციასთან წვდომა და სხვა აღნიშნულიუპირატესობები მრავალმხრივ საშუალებას ქმნის მეწარმეობის კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მეწარმეობის განვითარების სააგენტოსთვის ქსელში ჩართულობა და მოწინავეორგანიზაციასთან თანამშრომლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია საერთაშორისო პარტნიორების მოზიდვის, ქვეყნის კერძო სექტორის განვითარების, საერთაშორისო სტანდარტებისშესაბამისად წარმოების დონისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის კუთხით.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB