საქართველო „გლობალური მეწარმეობის კვირეულს“ მასპინძლობს

24 Views Comment Off

მეწარმეობის პოპულარიზაციისა და სამეწარმეო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებისკენ მიმართული კიდევ ერთი ინიციატივა — საქართველო, გლობალური მეწარმეობის კვირეულს მასპინძლობს, რომელშიც მსოფლიოს 160 ქვეყანა მონაწილეობს.

ღონისძიება ტექნოლოგიურ პარკში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გახსნეს.

გლობალური მეწარმეობის კვირეულის გახსნას 200-მდე მეწარმე დაესწრო. მასშტაბური საერთაშორისო პროექტი, რომელიც მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების ჩართულობას ისახავს მიზნად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის — „მმართველობა განვითარებისათვის» (G4G) და აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით იმართება, რომლებსაც პრემიერმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კვირეულის გახსნის ცერემონიაზე „სტარტაპ საქართველოს» ფარგლებში დაფინანსებული რამდენიმე „სტარტაპ» ბიზნესიდეის პრეზენტაცია გაიმართა, რომელთა შორისაა — ფინანსური შეფასების ინოვაციური პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის — Quick cash; ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების უნივერსალური სისტემა — David OS და ძველი ქართული თამაშების წარმოება — Tamashobana.

გლობალური მეწარმეობის კვირეული 20 ნოემბრამდე გაგრძელდება. სამუშაო თემებს შორისაა მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარება და პოლიტიკა, ქალი მეწარმეების როლი, აგრომეწარმეობა და სტარტაპების ფორმირება.

ასევე, ჩატარდება ინოვაციებისა და ღვინის ფორუმები. კვირეულის ფარგლებში, სტარტაპები და ახალგაზრდა მეწარმეები შეძლებენ, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება, საკუთარი პროექტები ფართო საზოგადოებასა და ექსპერტებს გააცნონ, მათგან რჩევები მიიღონ და ბიზნესი სწორი მიმართულებით განავითარონ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1081 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1279 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB