სამეგრელოში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

66 Views

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „GEO FOOD“ გაიხსნა.

ქარხნის ასაშენებლად ინვესტიცია ლატვიელმა ინვესტორებმა ჩადეს. ამ ეტაპისთვის განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა 450 ათას ლარს შეადგენს.

იგეგმება დამატებითი ინვესტიციის მოზიდვა. ინვესტორებს თხილის გული ექსპორტზე ლატვიასა და ლიტვაში გააქვთ.

თხილის ქარხანაში პირველ ეტაპზე დასაქმებულია 45 ადგილობრივი, მომავალში დაგეგმილია სამუშაო ადგილების გაზრდა.

გახსნის ცერემონიალს ლატვილ ინვესტორებთან ერთად, ლატვიის სეიმის ვიცე-სპიკერი გუნდარს დაუდზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ლატვიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იანის სილი დაესწრნენ.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB