დადგა წელიწადის ცივი პერიოდი „ზამთარი“- წელიწადის დრო როდესაც საკარმიდამო პირობებში არსებული ეზოს კვერცხმდებელი ქათმები აღარ დებენ კვერცხს გაზაფხულამდე, თუმცა სპეციალური მოვლა-შენახვის პირობების შექმნით ჩვენს ქათმებში შეგვიძლია ხელი შეუწყოთ კვერცხდების სასურველი შედეგის შენარჩუნებას.
და მაინც რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
→ ტემპერატურა
იმისთვის რომ ქათმებმა ზამთარში თავი კომფორტულად იგრძნონ: საქათმეში ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 180C გრადუსი, ხოლო ტენიანობა 50-60%. ზამთრის პერიოდში საქათმის გამათბობლით გათბობა არ წარმოადგენს აუცილებლობას, მთავარია საკმარისი რაოდენობის ქათამი იყოს შიგნით განთავსებული იმისათვის რომ მათ მიერ გამოყოფილი სითბოთი შენარჩუნდეს სასურველი ტემპერატურა.
• ქათმის ორგანიზმის ტემპერატურა წარმოადგენს საშუალოდ 410C-ს,
• საქათმეში ქათმის ჩასმის სიმჭიდროვე: 1მ2-ზე 2,5 ფრთა (1,5-2 კგ ცოცხალ წონამდე). სითბოს უკეთესი შენარჩუნებისთვის უკეთესია თუ საქათმე იქნება: 3 მეტრზე დაბალი და 15მ2 პატარა.
• ქათმისთვის ტემპერატურის კრიტიკული ზღვრები -2 დან +270C-მდეა.
• საქათმეში სითბოს და სიმშრალის შესანარჩუნებლად ძირზე ქვეშსაფენად შეგიძლიათ მოფანტოთ: ბურბუშელის ან თივის 8-10 სმ სისქის ფენა. აუცილებელია საქათმეში ქვეშსაფენის მშრალად შენარჩუნება, დასველების შეთხვევაში ქვეშსაფენი გამოცვალეთ დაუყოვნებლივ, ხოლო სკორეთი (სკინტლი) დაბინძურებული 2-3 კვირაში ერთხელ.
• ჟანგბადით მდიდარი ჰაერით უზრუნველყოფისთვის და ნახშირორჟანგის საფრინველიდან მოსაშორებლად საქათმის კედელში ჭერთან ახლოს დატოვეთ მცირე ღიობი-სარკმელი (ღიობი დაფარეთ მავთულბადით რადგან საქათმეში არ შეაღწიონ მავნებლებმა: ვირთხა, კვერნა, დედოფალა და სხვა).
• საფრინველე აღჭურვეთ ქანდარებით, ქანდარა განათავსეთ იატაკის სიმაღლიდან 60-90სმ შემაღლებაზე. გაითვალისწინეთ საფრინველეში ყველა ქათმისთვის იყოს ქანდარებზე ადგილი. შეამოწმეთ ღამე (ფარნის მეშვეობით) თუ რომელიმე ფრინველი იატაკზეა ესეიგი მას არ ყოფნის ქანდარაზე ადგილი. 1 ფრთა (1,5კგ-2 კგ ცოცხალ წონამდე) ქათმისთვის განკუთვნილია ქანდარის სიგრძე 20-25 სმ. ქანდარის საჯდომი ზედაპირის დიამეტრი უნდა იყოს მინიმუმ 2,5 სმ.
→ დამატებითი განათება
ზამთარში კვერცხდების შესანარჩუნებლად აუცილებელია ქათამი უზრუნველყოფილი იყოს 14-16 საათიანი დღის ნათელი პერიოდით. რადგან ზამთარში დღის ნათელი პერიოდი შემცირებულია ამიტომ გირჩევთ რომ მოსაღამოვების პერიოდიდან საქათმე გაანათოთ დამატებით რამდენიმე საათი ხელოვნურად.
• საქათმის დამატებით ხელოვნურად გასანათებლად იყენებენ ნათურებს (ყოველი 1 ცალი 25 ვატიანი ვარვარა ნათურა ანათებს 9მ2. იყენებენ LED სისტემის ნათურებსაც რომლებიც გამოირჩევიან ენერგოეფექტურობით (ამ შემთხვევაში 1 ცალი 3-9 ვატიანი Led ნათურა ანათებს 9მ2).
→ სასეირნო ეზო (ვოლიერი)
იმისთვის რომ ზამთრის თბილ დღეებში ქათმებს შეეძლოთ საქათმიდან გარეთ გამოსვლა, გასეირნება-ფიზიკური აქტივობა და მზის სხივების მიღება, აუცილებელია ფრინველი ვუზრუნველყოთ საქათმესთან არსებული სასეირნო ეზოთი (ვოლიერი).
• სასეირნო ვოლიერში 1 ფრთა ქათმისთვის განკუთვნილია 1მ2 მანძილი.
• ზამთრის პერიოდში გარემოში -50C-დან ქვევით ტემპერატურის პირობებში ქათმები თავს არიდებენ თოვლზე სიარულს, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ თოვლზე გააკეთოთ ბილიკები და დააფინოთ თივა ან ნამჯა, დათოვლილ ეზოში ან ვოლიერში ქათმები ივლიან თავისუფლად.
• სასურველია ქათმებს ვოლიერში დამატებით მიაწოდოთ ქვიშა და კირქვა: 1 ფრთაზე 5-10 გრამის ოდენობით (2 დან- 4 მილიმეტრამდე ფრაქციის).
• სასურველია ვოლიერში ნისკარტის სიმაღლეზე ჩამოკიდეთ მსხვილად დასერილი კომბოსტო ან სიმინდის ტარო, რომლთა ჩანისკარტებით ქათმები ზამთრის ცივ და მოსაწყენ პერიოდში გაერთობიან და თან დამატებით მიიღებენ ვიტამინებს და საკვებ ნივთიერებებს.
• თუ ვკვებავთ ქათმებს საქათმის გარეთ აუცილებელია დავრწმუნდეთ რომ მათ საკვებს და წყალს არ ემუქრება გაყინვა. აუცილებელია სასმელი წყლის ტემპერატურა იყოს +100C-ზე ზევით.
• ზამთარში ყინვის პერიოდში ეზოში ან ვოლიერში ქათმების გაშვების შემდეგ შეიძლება მოხდეს ქათმის ბიბილოს მოყინვა (დააკვირდით ბიბილოს ფერს: არ იყოს ფერმკრთალი) ყინვის პერიოდში ვოლიერში ან ეზოში გაშვების წინ შეგიძლიათ დაამუშაოთ ქათმის ბიბილო ვაზელინით.
→ სრულფასოვანი კვება
იმისთვის რომ ზამთრის პერიოდშიც მივიღოთ საკარმიდამო ეზოს ქათმებისგან კვერცხი, აუცილებელია მათი სრულფასოვანი დაბალანსებული საკვებით კვება, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო საკვებ კომპონენტს: ცილა, ენერგია, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები.
ნუტრიმაქსი გთავაზობთ: Layer Max – მზა საკვები სოფლის კვერცხმდებელი ქათმისთვის
კვების რეკომენდაცია
• ქათამს Layer Max სოფლის კვერცხმდებელი ქათმის საკვები მიეცით მშრალი სახით ყოველგვარი დანამატების გარეშე;
• ყურადღება მიაქციეთ, რომ ფრინველს მუდმივად ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი;
• სასურველი შედეგის მისაღწევად საკვების გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორებია: ხარისხიანი დეზინფექცია, ჯანმრთელი წიწილა, ვაქცინაცია, წყლის ხარისხი, ტემპერატურული რეჟიმი, ვენტილაცია და ჰიგიენური პირობების დაცვა.
მოხმარების წესი
• Layer Max სოფლის კვერცხმდებელი ქათმის საკვები გამოიყენეთ ერთ ფრთაზე 50-60 გრამი დღეში, თუ ფრინველი ეზოში გყავთ გაშვებული;
• Layer Max სოფლის კვერცხმდებელი ქათმის საკვები გამოიყენეთ ერთ ფრთაზე 80-100 გრამი დღეში, თუ ფრინველი ჩაკეტილ პირობებში გყავთ.
პროდუქტის ლინკი (დაკლიკეთ)
http://nutrimax.ge/product/Layer_Max_მზა საკვები სოფლის კვერცხმდებელი ქათმისთვის