სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ცოცხალი ვაზის მუზეუმი გაშენდა

242 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზიდან, ქართული ვაზის უნიკალური ჯიშების ნერგები გადასცა, რომლებიც სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დაირგო.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტთან, მეუფე თეოდორესთან და სრულიად სააქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანთან, დეკანოზ მიქაილ ბოტკოველთან ერთად, საქართველოს რეგიონებში გავრცელებული ვაზის ნერგები სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დარგეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საპატრიარქოს მარანსაც გადასცა იშვიათი ვაზის ნერგები, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ, მარნის ტერიტორიაზე გაშენდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2016 წლის აპრილში გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია ვაზის ენდემური ჯიშების მოძიება-გაშენება და ვაზის ადგილობრივი უნიკალური ჯიშების პოპულარიზაცია, ასევე მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ტრადიციული მეთოდების მეცნიერული კვლევა და მათი შედეგების პრაქტიკაში დანერგვა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში, სამონასტრო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

141Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB