საკონსულტაციო ტრენინგები-ცხოველთა სასაკლაოს პერსონალისთვის

42 Views Comment Off

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს“ (REAP) შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება ცხოველთა სასაკლაოებში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების HACCP-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით მხარდაჭერას და მათთვის საკონსულტაციო ტრენინგების ჩატარებას ითვალისწინებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ჩავლეშვილმა და REAP-ის პროექტის დირექტორმა ლუის რაიმონდ ფაორომ.

„შეთანხმების მიზანია, REAP-ისა და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდეს სურსათის უვნებლობის მართვისა და სტანდარტების დანერგვასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება ცხოველთა სასაკლაოებისათვის, რაც უზრუნველყოფს ევროპული სტანდარტების დანერგვას და გააძლიერებს მათ პოტენციალს,“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი ჩავლეშვილმა.

REAP-ის პროექტის დირექტორის ლუის რაიმონდ ფაოროს განცხადებით, ისინი 90 სასაკლაოს პერსონალს გაუწევენ კონსულტაციას და გააცნობენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია სასაკლაოების სერტიფიცირებისათვის.

HACCP საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს.

HACCP ეფუძნება 7 ძირითად პრინციპს: საფრთხის ანალიზის ჩატარება; კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა; კრიტიკული ზღვრების დაწესება; მონიტორინგის პროცედურები; მაკორექტირებელი ქმედებები; გადამოწმება; ჩანაწერების წარმოება.

HACCP-ის სისტემის გამოყენება ზრდის მომხმარებლის ნდობას წარმოებული სურსათისადმი და განაპირობებს პროდუქციის კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
მებაღეობით გატაცებული ხელოვანის ფერმერული გზა
945 Views

კახეთში ვიყავით ზეთისხილის ნერგების სანახავად. ჩვენი ექსკურსიამძღოლი (დავარქვათ ასე) კახელი გახლდათ, ხელისგულივით ვიცნობ მთელ კახეთსო და ჩვენც დაკარგვის არ გვეშინოდა. თბილისიდან კახეთამდე დიდი გზა გვედო, ჰოდა საუბრისას აღმოვაჩინე, რომ კახეთში, ჩვენს გიდთან სტუმრობისას ოჯახის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
69 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB