რძეზე და რძის პროდუქტებზე ფასების მცირედი ზრდა დაფიქსირდა

90 Views

მსოფლიოში რძეზე და რძის პროდუქტებზე ფასების ოდნავი ზრდა, რომლის შესახებაც ოთხშაბათს გახდა ცნობილი, იმის დასტურიც შეიძლება იყოს, რომ ფასები უკვე მინიმუმზე იყო ჩამოსული.

რძის პროდუქტების ბაზარზე ფასების აღდგენა მყისიერი არ იქნება და შესაბამისად ეს მინიმალური ზრდა, ფერმერებისთვის ალბათ შვება ვერ იქნება.

აუქციონზე Global Dairy Trade, რომელიც ყოველ ორ კვირაში ერთხელ იმართება, რძის პროდუქტებზე ფასების 2,6% ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ ეს მოხდა მოთხოვნების მცირე მოცულობის გამო. წინა აუქციონზე ფასების ინდექსი 1,4%-ით დაეცა.

ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის რძის ფერმების მფლობელები, 2014 წლიდან რძის პროდუქტებზე მოთხოვნის შემცირების შედეგად, ფასების თითქმის 60%-იანი ვარდნის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდნენ.

ახალი ზელანდიის რძის ფერმების მფლობელთა, დაახლოებით 85% მუშაობს წაუგებელი მინიმუმის დონის ქვევით, ამავე დროს ავსტრალიელი ფერმერები აპროტესტებენ  Fonterra-ს და Murray Goulburn-ის მიერ, გასაყიდი ფასების 15%-ით შემცირებას.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო აუქციონზე ფასების ზრდა, მოთხოვნის მოცულობის შემცირებით იყო განპირობებული, AgriHQ-ს ანალიტიკოსებმა გამოთქვეს იმედი, რომ ბაზარი შეინარჩუნებს ფასების ზრდის ტენდეციას.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1289 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3605 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB