ღორის საუკეთესო, დროში გამოცდილი საკვები

ზუსტად 6 წლის წინ, 2013 წლის იანვარში, შპს,,ნუტრიმაქსმა“  PIG MAX-ის ბრენდის პრემიუმ კლასის ღორის საკვები წარადგინა ბაზარზე და ახლა უკვე 6 წლის შემდეგ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროდუქტმა სტაბილური ხარისხის სტანდარტით, ფასებითა და შედეგებით ქართულ ბაზარზე ღორის საუკეთესო საკვების ადგილი დაიკავა და მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა ამ დარგის განვითარებას.

PIG MAX -ის ბრენდი არის კონცეფცია, რომელიც აერთიანებს ღორის სწორად და ეფექტურად გამოზრდისათვის საჭირო ყველა ტიპის უმაღლესი ხარისხის საკვებს – მაკე და დედა ღორიდან დაწყებული, ბურვაკის გამოზრდის ყველა ეტაპით (სტარტი, გროუერი, ფინიში) დასრულებული.

ამ კომპლექსური მიდგომის შედეგად, ღორის გამოზრდა შესაძლებელია 3.5-4 თვეში. სწორედ PIG MAX-ის ბრენდმა მისცა სტიმული, როგორც კახეთში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობის განვითარებას.

მთელი ისტორიის მანძილზე, PIG MAX -ის ბრენდი უწყვეტად აერთიანებს ღირებულებებს, რომელიც ღორის საკვების სტაბილურ ხარისხში, უვნებლობის მაღალ სტანდარტსა და საუკეთესო წონამატის მიღების შესაძლებლობაში აისახება. ფერმერები ენდობიან PIG MAX-ს და აფასებენ იმ ღირებულებებს, რომელსაც ეს ბრენდი ამ ხნის განმავლობაში განუხრელად იცავს და სთავაზობს მომხმარებელს.

სწორედ ამ ღირებულებებზე დაყრდნობით, ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა PIG MAX-თან ერთად ზუსტად და ეფექტიანად დაგეგმონ ფერმის საწარმოო პროცესი, წინასწარ იცოდნენ საკვებისათვის საჭირო დანახარჯი და დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსალოდნელი შედეგი.

ღორი, საკვები

მომხმარებლისათვის დღეს PIG MAX-ი ყველაზე ხშირად სტაბილურ და უმაღლეს ხარისხთან ასოცირდება.

ნუტრიმაქსის პროდუქციის ჩამონათვალი, გაყიდვების პუნქტები და ფასები იხილეთ ბმულზე: www.nutrimax.ge

*რედაქციას არ აქვს კავშირი, აგრომარკეტში გამოქვეყნებულ განცხადებებთან.
ისარგებლეთ მითითებული კონტაქტებით.

თქვენი რეკლამა