ქართული საბრენდე სპირტის ევროპაში ექსპორტის პერსპექტივები განიხილეს

56 Views Comment Off

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფრანგ ბიზნესმენებს, კონიაკის მწარმოებელი კომპანიის „პრულო“ დამფუძნებელს, რიჩარდ პრულოს და კომპანიის ექსპორტის მენეჯერს, იუჟენ ჯილეტს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქართული საბრენდე სპირტის ევროპის ბაზარზე ექსპორტის პერსპექტივები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ტრადიციაზე და ხაზი უკანასკნელ წლებში ახალი ვენახების გაშენების ზრდის ტენდენციას გაუსვა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ დარგის განვითარების ხელშეწყობის შედეგად, საბრენდე სპირტის ექსპორტიც მზარდი დინამიკით ხასიათდება.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლის — „საქართველო — მეღვინეობის აკვანი“ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა და ფრანგულ მხარესთან საბრენდე სპირტის ექსპორტის კუთხით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქლოროფიტუმი საუკეთესო მცენარეა ოთახში ჰაერის გასაწმენდად
522 Views

ქლოროფიტუმი (ლათ. Chlorophytum, ინგ. Spider plant) საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მისი მოვლა მოყვარულ მებაღესაც არ გაუჭირდება, ამასთან ის საუკეთესოა ოთახში ჰაერის გაწმენდის თვალსაზრისით. მეცნიერები ოთახში ჰაერის გასაწმენდად სხადასხვა ცდებს და კვლევებს ატარებდნენ. მაგ. სპეციალურ კამერაში (მცირე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ხეშავი (Rhamnus cathartica) — სამკურნალო მცენარე
1376 Views

ხეშავი ძლიერ დატოტვილი ბუჩქიანი პატარა ხეა ხეჭრელისებთა ოჯახიდან, სიმაღლით 8 მ-მდე მისი დაბრეცილი ტანი დაფარულია შავი ფერის ხაოიანი დახეთქილი კანით, რომელიც ფენა-ფენად ძვრება. ტოტები ეკლიანი აქვს. ახალგაზრდა ტოტებზე ქერქი მოწითალო-ყავისფერია, პრიალა. ყუნწიანი ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB