ქართული რთველი საფრანგეთში

408 Views Comment Off

საფრანგეთში, ნიცასთან ახლოს, ანტიბაში ქართველმა მეღვინემ და ბიზნესმენმა ილია კახოიძემ, წარმოშობით კორსიკელ ჟერარ ჟერმანთან ერთად, ნახევარ ჰექტარზე ქართული ვაზის ჯიშებით (მუჯურეთული და კახური მწვანე) ვენახი გააშენა.

„საქართველოდან ჩამოვიტანეთ ქვევრები, საწნახელი და ყველა ტრადიციული ატრიბუტი, რომელსაც ქართველი მევენახეები და მეღვინეები ვიყენებთ. აქვე გაკეთდა მარანი. აქ მოსვლა ყველას შეუძლია, რადგან აქაურობას სადემონსტრაციო დატვირთვაც აქვს“, — აცხადებს ილია კახოიძე.

ანტიბაში წელს გამართულ ქართულ რთველში მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ მიიღო.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქართული ღვინის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია მისი საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის. საფრანგეთი ამ მხრივ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

 

„სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები საერთაშორისო მნიშვნელობის პრაქტიკულად ყველა პრესტიჟულ გამოფენაში იღებენ მონაწილეობას, რაც ქართული ღვინის მსოფლიო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ღვინის ისეთი ფორმით პრომოუშენს, როგორსაც ანტიბაში ქართველი და ფრანგი მეღვინეები ერთობლივად ახორციელებენ, სულ სხვანაირი დატვირთვა აქვს. ქართული მევენახეობა-მეღვინეობა უძველესი კულტურა აქ მთელი სიცხადით არის მოწოდებული“, — აცხადებს გიორგი ჩხეიძე.

როგორც ილია კახოიძე აღნიშნავს, ქართული ღვინის საფრანგეთის ბაზარზე დამკვიდრებისთვის ხშირად მართავენ შეხვედრებს რესტორნების წარმომადგენლებთან, სომელიეებთან, სადაც საუბარია ქართულ ღვინოზე, მისი მომხმარებლისთვის შეთავაზების წესზე, რადგან მათთვის ქვევრში დაყენებული თეთრი ღვინო უცხოა და ის მიწოდებული უნდა იყოს როგორც ქართული ქარვისფერი.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2323 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1273 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB